Nuk
სველი ხელსახოცი / Nose & Face Wipes
  • აღწერა: ქსილიტოლის შემცველი ხელსახოცები
  • მოცულობა: #30
  • დანიშნულება: ბავშვთა ჰიგიენა და კოსმეტიკა; ბავშვის მოვლის საშუალებები

ქსილიტოლი ბუნებრივი შაქრის სპირტია, რომელიც მიიღება მცენარეებიდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან. იგი მცირე რაოდენობით ბუნებრივად გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში. ქსილიტოლი ბუნებრივი დამატკბობელია, რომელიც შაქრისგან განსხვავებულად მეტაბოლიზდება და ხშირად გამოიყენება როგორც შაქრის შემცვლელი
ზოგიერთ საკვებში, მაგალითად დიაბეტიანებისთვის. იგი იცავს კბილებს კარიესისგან, რის გამოც გამოიყენება საღეჭ რეზინებში და კბილის პასტებში. ქსილიტოლი რეკომენდებულია სტომატოლოგების, ექიმების და მსოფლიო სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოებების მიერ, როგორც დამატკბობელი, რომელიც დამცავი ეფექტით ხასიათდება კბილებისა და ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციების დროს.
ქსილიტოლი არ კლავს ბაქტერიებს. იგი არ აძლევს ბაქტერიას ზედაპირზე მიმაგრების საშუალებას, შესაბამისად ბაქტერია კანზე ვერ რჩება. რადგანაც ქსილიტოლი ამცირებს მიკრობებს და მტვერს ცხვირის ზედაპირზე, იგი შესანიშნავი კომპონენტია ცხვირის ხელსახოცებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ქსილიტოლი ამცირებს მარილის კონცენტრაციას სასუნთქი გზების ლორწოვანში, რაც ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას უფრო კარგად გაუმკლავდეს ავადმყოფობას.

"დოქტორ ბრაუნის" სახის და ცხვირის გასაწმენდი სველი ხელსახოცი
- შეიცავს ბუნებრივ, მცენარეულ ქსილიტოლს, რომელიც მავნე ბაქტერიებს აუვნებლებს და კალენდულას, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს
- ნაზად აცილებს მტვერს, ჭუჭყს და მიკრობებს ბავშვის სახიდან
- ამშვიდებს ცხვირს სურდოს დროს და აცილებს სურდოს, გაციების ან ალერგიით გამოწყვეულ ლორწოვან გამონადენს
- არ შეიცავს სპირტს, ფტალატებს და პარაბენს "დოქტორ ბრაუნის"