ნუტრილონ ანტირეფლუქსი / Nutrilon Anti-Reflux
  • აღწერა: ადაპტირებული ნარევი ამოქაფებისა და ღებინების სინდრომის მქონე ახალშობილებისთვის; დაბადებიდან
  • მოცულობა: 400 გ
  • დანიშნულება: ბავშვის კვება; რძე ადაპტირებული; სამკურნალო ნარევი

Nutrilon ანტირეფლუქსი

 

შემასქელებელი –კერატის ხის ნაყოფის გუმფისი– 0,4 გ/100მლ. ეფექტურად ასქელებს ნარევს; ამცირებს ამოქაფებას;  არ გადამუშავდება კუჭში.  გარდა ამისა, კერატის ხის ნაყოფის  გუმფისი ბუნებრივი პრებიოტიკული თვისებით ხასიათდება და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე,  ხელს უწყობს ნაწლავის პერისტალტიკას. იწვევს pH–ის  ნორმალიზებას;100%–ით ნატურალური პროდუქტი.

კაზეინ/შრატის ცილის შეფარდება  80/20. კუჭის წვენის ზემოქმედებით კაზეინი წარმოქმნის ფიფქებს, შედეგად ნარევი სწრაფად სქელდება კუჭში. მცირდება რეფლუქსის წარმოქმნის სიხშირე.

ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები -არაქიდონისა და დოკოზაჰექსაენის (AA/DHA)–თავის ტვინისა და მხედველობის განვითარებისთვის.

ნუკლეოტიდები ჯანმრთელი ზრდისა და განვითარებისთვის.

 შეიცავს  ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელ რაოდენობას.

მნიშვნელოვანია: ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ოპტიმალურია ძუძუთი კვება. ნარევის გამოყენება  რეკომენდებულია ექიმის დანიშნულებით. ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზიანის ასაცილებლად, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული მომზადების წესი.

საკვები   მოამზადეთ უშუალოდ გამოყენების წინ.  არ გამოიყენოთ დარჩენილი საკვები შემდეგი კვებისთვის.  ცხელი კოშტების თავიდან ასაცილებლად არ გაათბოთ ნარევი  მიკროტალღურ ღუმელში. არასდროს  დაამატოთ ზედმეტი ფხვნილი.

მომზადების წესი:  აუცილებლად დაიბანეთ ხელები და გარეცხეთ საკვების მოსამზადებლად გამოსაყენებელი ჭურჭელი. გაასტერილეთ ბოთლი და საწოვარა 10 წუთის განმავლობაში.  აადუღეთ სუფთა სასმელი წყალი,აცადეთ შეგრილება. ყურადღება მიაქციეთ კვების ცხრილს;

ჩაასხით შესაბამისი რაოდენობის  ადუღებული და შეგრილებული წყალი სტერილურ ბოთლში. საზომი კოვზით  დაამატეთ საჭირო რაოდენობის  ნუტრილონ ანტირეფლუქსის  ფხვნილი. დანის პირით გადაასწორეთ ფხვნილის ზედაპირი. დაახურეთ ბოთლს და კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე.  ბოთლს გაუკეთეთ სტერილური საწოვარა. მაჯის ქვედა ზედაპირზე  დაწვეთებით შეამოწმეთ საკვების ტემპერატურა. ნარევი გამოიყენეთ მომზადებისთანავე.  

 

კვების ცხრილი (თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება)

ბავშვის ასაკი

კვების რაოდენობა დღე–ღამეში

წყლის მოცულობა ერთი ულუფისთვის(მლ)

საზომი კოვზის რაოდენობა ერთი ულუფისთვის

0–14 დღე

7

60

2

2 –8 კვირა

6

90

3

2 თვე

5

120

4

3 თვე

5

150

5

4 თვე

5

180

6

5 თვე

5

210

7

6 თვის ზემოთ

4

210

7

 

100მლ ნუტრილონ ანტირეფლუქსის ნარევი = 90მლ წყალი+3 საზომი კოვზი ფხვნილი = 270კჯ(65კკალ). 1 საზომი კოვზი = 4,4 გრ ფხვნილი.

შემადგენლობა: ლაქტოზა, უცხიმო რძე, მცენარეული ცხიმების ნარევი ( პალმის, რაფსის, ქოქოსის, მზესუმზირის, Mortierellaapina), მალტოდექსტრინი, კერატის ხის ნაყოფის გუმფისი, მინერალები, თევზის ქონი, L–ცისტეინი, ვიტამინები, სოიოს ლეციტინი, ტაურინი, ქოლინი, მიკროელემენტები, ინოზიტი, ნუკლეოტიდები, L-კარნიტინი.

შენახვის პირობები:  გაუხსნელი ქილა შეინახეთ  0C -დან 25C–მდე ტემპერატურისა და არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში.  გახსნილ ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილზე, არა მაცივარში. ქილის შიგთავსი გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირის განმავლობაში.

დამზადებული და შეფუთულია  ქარხანაში NUTRICIA Cuijik B.V. Grotestraat 91, 5431 DJ Cuijk (ნიდერლანდები).იმპორტიორი საქართველოში: შპს “ჯისი“ www.gisi.ge

შენახვის ვადა იხილეთ ქილის ძირზე.

მასა ნეტო 400გ.

 

შემადგენლობის დასახელება

საზომი ერთეული

 100გრ

(ფხვნილი)

100მლ

(ნარევი)

ცილა

12

1,6

ცხიმი

26

3,5

მცენარეული

26

3,4

ლონოლის მჟავა

3,5

0,47

α-ლინოლენის მჟავა

0,652

0,09

არაქიდონის მჟავა (ARA)

88

12

დოკოზოჰექსოზის მჟავა (DHA)

მგ

50

6,7

ნახშირწყლები

52

6,8

ლაქტოზა

45

6,0

საკვები ბოჭკო (გუმფისი)

3,0

0,4

მინერალები

     

Na

მგ

181

24

К

მგ

577

76

ქლორიდები

მგ

394

52

Са

მგ

586

77

Р

მგ

329

43

Mg

მგ

39

5,1

Fe

მგ

5,1

0,68

Zn

მგ

4,5

0,59

Cu

მკგ

302

40

Mn

მკგ

249

33

Se

მკგ

9,8

1,3

I

მკგ

91

13

ვიტამინები

     

А

მკგ-RE

378

50

D3

მკგ

9,1

1,2

Е

მგ-TE

7,7

1,0

К1

მკგ

34

4,5

В1

მკგ

409

54

В2

მკგ

747

99

ნიაცინი

მგ

3,3

0,44

პანტოთენის მჟავა5)

მკგ

2,243

296

В6

მკგ

351

46

ფოლის მჟავა

მკგ

71

9,4

В12

მკგ

1,3

0,17

ბიოტინი

მკგ

11

1,5

С

მგ

63

8,3

ინოზიტი

მგ

25

3,3

ქოლინი

მგ

58

7,7

L-კარნიტინი

მგ

6,8

0,90

ტაურინი

მგ

38

5

ნუკლეოტიდები

მგ

24

3,2

ენერგეტიკული ღირებულება

კკალ/(კჯ)

493 (2060)

65 (270)

 

 

მნიშვნელობები შეიძლება მერყეობდეს ზღვრული ნორმის ფარგლებში