ტუხტის ტანის კრემი - ველედა / Weisse Malwe- Pflegelotion
  • აღწერა: სამკურნალო ტუხტის ტანის კრემი ჩვილებისა და ბავშვებისთვის
  • მოცულობა: 200 მლ
  • დანიშნულება: ატოპიური კანის მოვლის საშუალებები; ბავშვის მოვლის საშუალებები

ჰიპერმგრძნობიარე და ატოპიური კანი
მგრძნობიარე კანის ან ნეიროდერმატიტის მქონე ჩვილებს ხშირად უჭირთ გარემოდან მიღებულ შეგრძნებებთან გამკლავება. ასეთ კანს ფრთხილი მოვლა შჭირდება. სამკურნალო ტუხტი კომპლექსურად მოქმედებს ნერვული და სენსორული სისტემების აქტიურობაზე, ლორწოვანი სუბსტანციებით კანს დამცავი გარსით ფარავს. აქვს დამატენიანებელი, დამარბილებელი და დამაამებელი ეფექტი. სამკურნალო ტუხტის პროდუქტები არ არის პარფიუმირებული, რადგან ჩვილის კანი დაცული იყოს დამატებითი შეგრძნებებისგან.

სამკურნალო ტუხტის ტანის კრემი ჩვილებისა და ბავშვებისთვის ( ჰიპერმგრძნობიარე და ატოპიური კანი)
ტანის კრემი კვებავს და ატენიანებს ჰიპერმგრძნობიარე და ატოპიურ კანს. სამკურნალო ტუხტის და იაჟუჟუნას ექსტრაქტები ბიოლოგიური ქოქოსისა და სეზამის ზეთებთან ერთად ამცირებს ქავილს, ამშვიდებს და არბილებს გაღიზიანებულ კანს. გამაგრილებელი ეფექტის მქონე მსუბუქი კრემი ადვილად ნაწილდება კანზე.კრემის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღიურად ჩვილებისთვის და ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის.