Nuk
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა 1979 წელს დაარსდა, თავდაპირველად სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სახელით, რაც იმ დროისთვის ინოვატორული იყო მთელს საბჭოთა კავშირში. ​

გამოცდილ ექიმთა კონსულტაციით მოხერხდა ის, რომ საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 65%-დან 5%-მდე შემცირდა. ​გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის 1984 წელს, ცენტრის დამაარსებლებმა მიიღეს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1987 წელს კლინიკა განთავსდა სპეციალურად აშენებულ ხუთსართულიან შენობაში.​

დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა განახლებული სახით კვლავ იმავე შენობაში, ალექსანდრე ყაზბეგის 16 ნომერში მდებარეობს. ​

მრავალპროფილური, სრულიად განახლებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა 24 საათის განმავლობაში მოემსახურება პაციენტებს.​

ბოჭორიშვილის მაღალპროფილურ კლინიკაში წარმოდგენილია:​

• ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;​

• მოზრდილთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ​დეპარტამენტი;​

• პედიატრიული დეპარტამენტი;​

• თერაპიული დეპარტამენტი;​

• ქირურგიული დეპარტამენტი;​

• გინეკოლოგიური დეპარტამენტი;​

• ბავშვთა რეანიმაცია;​

• მოზრდილთა რეანიმაცია;​

• კლინიკური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია;​

• რადიოლოგიური დეპარტამენტი.