ალერგია XXI საუკუნე

ცენტრში წარმოებს ყველა ასაკის ალერგიული პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა:
1. პაციენტების კონსულტაცია - ობიექტური მდგომარეობის შეფასება და ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით გამოკვლევის პირადი გეგმის შედგენა

2. გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტირება - სპირომეტრია, როგორც მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე 4 წელზე ზევით

3. ალერგენების დიაგნოსტირება - მოიცავს შესაძლო ალერგენების 90%-ს (საყოფაცხოვრებო, კვებითი, ცხოველური და ა.შ.) 
-მცირე ასაკის ბავშვებში საკმარისია 2 წვეთი სისხლი თითიდან -მოზრდილებისთვის საჭიროა ვენური სისხლი 
4. ტარდება ასევე მედიკამენტებზე ალერგიულობის დიაგნოსტირება: კანის ჩხვლეტითი, ინტრადერმალური და აპლიკაციური ტესტებით 

5. ბრონქულ ასთმიან პაციენტებს, სუნთქვის ფუნქციის სადღეღამისო მონიტორინგის, საკუთარი პერსონალური საუკეთესო მაჩვენებლის და დღიური  ვარიაციის დასადგენად, ბინაზე ეძლევათ პორტატული სუნთქვის ფუნქციის მზომები. ისინი იძლევა ასევე PEF-და FEV-მაჩვენებლების დინამიკაში მონიტორინგის საშუალებას. 

6. ტარდება ჰელმინთების (პარაზიტების) დიაგნოსტირება ფრანგული კომპანია „ALLDIAG“-თან ერთად, სპეციფიური, ექსკლუზიური რეაგენტების საშუალებით 

7. ოთახის მტვრის ტკიპაზე ალერგიული პაციენტებისათვის, მათ საცხოვრებელ ბინაში (ლოგინში, ხალიჩებზე და სხვ.) დგინდება, ოთახისმტვრის ტკიპის შემცველობა - შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად 

8. ალერგიული რინიტებისა და სინუსიტების სამკურნალოდ ტარდება ლაზეროთერაპია და სპეციალური ნებულაიზერით სინუსოთერაპია 

9. ტარდება სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდით ალერგიის მკურნალობა 

10. ინფექციის კერებისგამოვლენისათვის წარმოებს ანტისტრეპტოლიზინ O-სა და ჰელიკობაქტერია პილორის დიაგნოსტირება

11. საერთო 
IgE-ს განსაზღვრა - როგორც ვენური, ასევე კაპილარული (თითიდან) სისხლით

12. ჰიპერსენსიტიური 
CRP-ს განსაზღვრა ( ცე-რეაქტიული პროტეინი)