Nuk
ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი

ჩაჩავას კლინიკის ესთეტიკური მედიცინის ცენტრში სახისა და სხეულის მოვლა უახლესი სამედიცინო მეთოდებით მიმდინარეობს. სპეციალური პროგრამა ორსული ქალბატონებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა, ორსულობის პროცესის კიდევ უფრო გასალამაზებლად. კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის საჭირო პროდუქცია ყოველთვის აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. სპეციალისტები კომპლექსური მკურნალობით ებრძვიან ჭარბთმიანობას. ნებისმიერი სალონური ინსტრუმენტი ექვემდებარება სტაციონარულ სტერილიზაციას ავტოკლავში. ჩაჩავას ესთეტიკურ ცენტრში შეძლებთ განტვირთვას და კიდევ უფრო გალამაზებას.