Nuk
დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ქარტულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა

დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის ქარტულ-ამერიკული დიაგნოსტიკური კლინიკა

დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური კლინიკა 2012 წლის ოქტომბერში დაარსდა. მისი მთავარი მიზანიც საქართველოში სამეცნიერო და პრაქტიკული რადიოლოგიის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაა. კლინიკაში გამოკვლევები ტარდება თანამედროვე დიაგნოსტიკურ აპარატურაზე, და კვლევის შედეგები ციფრულ ფორმატში იგზავნება ჩვენს ამერიკულ ცენტრში, სადაც დიაგნოზს ამერიკელი რადიოლოგები განსაზღვრავენ.

თანამედროვე აპარატურა, რომელიც ამერიკელი ინჟინრების მიერ იქნა თბილისში დაკალიბრებული, ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის მიერ რეკომენდირებული გამოკვლევის პროტოკოლების გამოყენება და რადიოლოგიის სხვადასხვა სფეროში (ნეირორადიოლოგია, გუმკერდის და მუცლის ღრუს რადიოლოგია, ძვალ-სახსრის რადიოლოგია და სხვა) სპეციალიზაციის მქონე აშშ-ს წამყვანი რადიოლოგების გამოცდილება ჩვენთან დასმული დიაგნოზის სიზუსტეს მაქსიმუმამდე ზრდის.