Nuk
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა

გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა დღეს ჩვენს ცნობიერებაში შემოდის, როგორც მრავალპროფილიანი ბავშვთა საავადმყოფო. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას და დიაგნოსტიკურ მომსახურებას.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკა მართალია სულ რამოდენიმე თვეა ფუნქციონირებს, მაგრამ არსებობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის და დიდი ტრადიციების მატარებელია.

1997 წლიდან, ყოფილი ბავშვთა მე-2 საავადმყოფო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა გახდა, სადაც სამედიცინო საქმიანობის პარალელურად თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის  ახორციელებდა სასწავლო პროცესს. კლინიკაში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ექიმი-სპეციალისტები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: გივი ჟვანია, მარიამ გრიგალაშვილი, ირაკლი ციციშვილი, თამაზ გაჩეჩილაძე, ლეო ავალიანი, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე და სხვანი.

თსსუ-ის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა კვლავაც აგრძელებს ტრადიციებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში. რეგულარულად ტარდება სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობები ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის. კლინიკაში ამავდროულად ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებები, რაც ნებისმიერ სფეროში განვითარების აუცილებელი პირობაა.

კლინიკა გაშლილია 68 საწოლზე, აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით, დანერგილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები და დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით.

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:

1. თერაპიის სამსახური;
2. ქირურგიის სამსახური;
3. კრიტიკული მედიცინის სამსახური (ნეონატოლოგია);
4. სასწრაფო-გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურების სამსახური;
5. ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახური.