გლობალმედი

მკურნალობა და რეაბილიტაცია მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში

პირველადი ვიზიტი
პაციენტს ჩვენთან მომართვისას მისამართზე, თბილისი, ვაკე, მოსაშვილის ქ 26, თან უნდა ქონდეს გამოკვლევების შედეგები და საქართველოში დასმული პირველადი დიაგნოზი. საკონსულტაციო განყოფილება შეისწავლის მონაცემებს, დაამუშავებს მას ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თარგმნის და აგზავნის იმ ქვეყნების კლინიკებში, სადაც არის შესაბამისი განყოფილებები. გათვალისწინებულია პაციენტის სურვილის ქვეყნის არჩევის შესახებ.

პასუხი კლინიკიდან
მონაცემების გაგზავნის შემდეგ კლინიკიდან მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ. ამის შემდეგ ცენტრის შესაბამისი მიმართულების ექიმი ნიშნავს პაციენტთან და მის ახლობლებთან შეხვედრას. შეხვედრაზე არჩეული იქნება არსებული ვარიანტებიდან საუკეთესო, პაციენტის გადაწყვეტილების მიხედვით შემუშავებული იქნება შემდგომი მოქმედებების გეგმა.

მგზავრობის დაგეგმვა
როდესაც განსაზღვრულია მკურნალობის ქვეყანა, კლინიკა და თარიღი, ცენტრის ტურისტული განყოფილება გეგმავს გამგზავრებას. კერძოდ: ხდება თვითმფრინავის ბილეთის და სასტუმროს დაჯავშნა, მზადდება რეკომენდაცია საელჩოსთვის ვიზის მისაღებად, მზადდება გამგზავრების ქვეყანაში გიდის დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი საავადმყოფომდე და ვიზიტი კლინიკაში.

ვიდეო კონსულტაცია – დიაგნოზის დაზუსტება და მკურნალობა დისტანციურად

ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ნაცვლად მიზანშეწონილია უცხოეთის საუკეთესო ექიმების დისტანციური დიაგნოზი და ვიდეოკონსულტაცია. ცენტრი ასეთ შემთხვევებში იყენებს კონტრაქტებს წამყვან კლინიკებთან, გეგმავს ვიდეო ხიდს და ონლაინ კონსულტაციას. ამისათვის წინასწარ იგზავნება პაციენტის დიაგნოსტიკური მონაცემები. საავადმყოფო ატარებს კონსილიუმს და სვამს დიაგნოზს. შესაძლებელია დაინიშნოს მკურნალობის კურსიც.

V.I.P მომსახურება
ცენტრი მუშაობს V.I.P მომსახურების პაკეტით, რაც გულისხმობს: მგზავრობას საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში კერძო თვითმფრინავით, მკურნალობას V.I.P კლინიკებში და განთავსებას ინდივიდუალურ პალატებში. დასვენება მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურებით.