ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი

აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეოვნული სამედიცინო ცენტრი 2003 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. დროის მცირე მონაკვეთში ცენტრი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სანდო და ავტორიტეტულ სამედიცინო დაწესებულებად იქცა, ატარებს დარგის ფლაგმანის სტატუსს და ურყევად ინარჩუნებს მომხმარებელში დამკვიდრებულ ნდობას.

ამ ეტაპზე, ღუდუშაურის კლინიკა გახლავთ   მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება მაღალი ხარისხის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით;  სათანადოდ გამართული გადაუდებელი მიმღებითა და განვითარებული ჰოსპიტალური სექტორით.

ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრი, მისაღები ფასები და სტაბილურად მაღალი ხარისხი, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს განსაკუთრებული მზრუნველობით.

ჩვენთან მუშაობენ ახალგაზრდა, მოტივირებული, ნიჭიერი სპეციალისტები მაღალკვალიფიციური განყოფილების უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც ზრუნავენ მათ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე.

კლინიკა თავის პაციენტებს სრულყიფილ სამედიცინო მომსახურებას და თითოეული მათგანისადმი ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. ცენტრი გაშლილია 260 საწოლზე და შეუძლია დღეში 1000-ზე მეტი ამბულატორიული პაციენტის მიღება.

ცენტრში დანერგილია სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სისტემა,  რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთან  მუდმივ უკუკავშირს და მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

გინეკოლოგიური კაბინეტი გთავაზობთ:
ქალთა პროფილაქტიკურ გასინჯვებს; გინეკოლოგის კონსულტაციას;  საშვილოსნოს პათოლოგიების დიაგნოსტიკას; საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკას და მკურნალობას; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური ანთებითი დაავადებების მკურნალობას; მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობას; კლიმაქტერული პრობლემების მკურნალობას, სპირალის ჩადგმა-ამოღებას, საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქციას, ორსულთა კარდიოტოკოგრაფიას.

აგრეთვე  გინეკოლოგიურ კაბინეტში ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ორსულთა პატრონაჟი,  შემოფარგლული 4 უფასო ვიზიტით , რომელიც მოიცავს შემდეგ გამოკვლევებს: 
პირველი ვიზიტი – 13 კვირის ორსულობის ვადამდე:
• მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
• თერაპევტის კონსულტაცია
• სისხლის საერთო ანალიზი
• შარდის საერთო ანალიზი
• სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
• ჰეპატიტის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით
• აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით
• სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
• საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა

მეორე ვიზიტი – ორსულობის 18–20 კვირამდე:
• მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
• მცირე – მენჯის ღრუს ორგანოების  ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად)


მესამე ვიზიტი – ორსულობის 30–32 კვირამდე:
• მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
• ცილის რაოდენობის გასაზღვრა
• ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში

მეოთხე ვიზიტი – ორსულობის 34–36–38 კვირამდე:
• მეან–გინეკოლოგის კონსულტაცია
• ცილის რაოდენობის  განსაზღვრა სისხლში