Nuk
კლინიკა მცხეთის ქუჩაზე

კლინიკა მცხეთის ქუჩაზე
ყველა  სპეციალობის  ექიმი, თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა
 
კლინიკა მცხეთის ქუჩაზე წარმოადგენს მრავალპროფილიან სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც კვალიფიციურ დახმარებას გაუწევს ნებისმიერ პაციენტს.

ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ პაციენტების სრულყოფილი  გამოკვლევა, თანამედროვე და ეფექტური მკურნალობა და შედეგზე ორიენტირებული პირველადი და მეორეული პრევენციული ღონისძიებების გატარება.

კლინიკაში მოსულ პაციენტს დახვდება მაღალი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი, კეთილგანწყობილი მედპერსონალი და კომფორტული გარემო, რაც მათი სამედიცინო პრობლემების ეფექტურად გადაჭრის აუცილებელი წინაპირობაა. კლინიკა გათვლილია ორმოცდაათი პაციენტის მიღებაზე დღის განმავლობაში.

თქვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით მომუშავე თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ალერგოლოგი,ენდოკრინოლოგი, პულმონოლოგი, დერმატოვენეროლოგი, უროლოგი, რეპრუდოქტოლოგი, პედიატრი და ბავშვთა ნევროლოგი.
 
 კლინიკის ძირითად უპირატესობებია:
1. ექიმთა მაღალი კვალიფიკაცია, რაც  სამედიცინო ცენტრის ძირითადი პრიორიტეტია.
 2. თანამედროვე სამედიცინო აპარატურა.  სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია  ბოლო თაობის სამედიცინო აპარატურით, რაც საშუალებას  იძლევა ჩატარდეს დიაგნოსტიკური კვლევები.
3. მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული კვლევები
4. გამჭვირვალე ფასთაღრიცხვა. მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტს  მენეჯერის მიერ მიეწოდება ინფორმაცია დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობის ღირებულების   შესახებ
5. მდებარეობა ქალაქის ცენტრში
6. პაციენტზე მორგებული სამუშაო საათები (ყოველ სამუშაო დღეს  10.00-დან 18.00- მდე,შაბათს 10.00-დან 16.00-მდე )
7. კეთილგანწყობილი  და კომფორტული  გარემო
8. ლაბორატორიული და ფუნქციურ -დიაგნოსტიკური კვლევის პასუხების ელექტრონული სახით გადაცემის საშუალება.