კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი

ჩვენი სავიზიტო ბარათი - პროფესიონალიზმია !
 
-  მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი
-  მაღალი დონის მომსახურება
-  სასიამოვნო გარემო
-  ლაბორატორიული და ფუნქციურ-დიაგნოსტიკური კვლევის სრული სპექტრი
-  მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტები და უახლესი მეთოები
 
ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დაგნოსტიკა და მკურნალობა - სიცოცხლის გადარჩენის რეალური შანსია. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ჩაიტაროთ კონსულტაციები უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტებთან - მამოლოგიური, თორაკალური, თავ-კისრის, აბდომინური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური, კანისა და რბილი ქსოვილების პათოლოგიის დროს, მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია დაავადების მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ, ექიმთან ერთად განსაზღვროთ და დაგეგმოთ მკურნალობის ეტაპები.
 
კლინიკაში პირველი ვიზიტისთანავე პაციენტი ექცევა მომსახურე პერსონალის მუდმივი ყურადღების ცენტრში, კომფორტულ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გარემოში.
ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური ექთნების და ასისტენტების გუნდი, რომელებიც დაუღალავად ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე.
 
ჩვენ გვაქვს ამბიცია ვიყოთ ლიდერები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში.  გვაქვს შესაძლებლობა შევთავაზოთ პაციენტებს ონკოლოგიურ დაავადებთა მკურნალობის მოწინავე სერვისები.  მუდმივად ვაუმჯობესებთ მომსახურების დონეს. მუდმივად ვზრუნავთ პაციენტის ინტერესებზე და ჩვენს ავტორიტეტზე.