Nuk
ლივ ჰოსპიტალი

ლივ  ჰოსპიტალი 

ლივ  ჯგუფი წარმოადგენს თურქეთში არსებულ ერთერთ უმსხვილეს კერძო საავადმყოფოების ქსელს და წამყვან მოთამაშეს თურქეთისა და მთელი რეგიონის კერძო ჯანდაცვის სექტორში. ლივ ჰოსპიტალის ჯგუპის სახით, ვამუშავებთ 49 სამედიცინო დეპარტამენტს, 57 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დახურულ სივრცეში, სრული JCI, TUV& SRC აკრედიტაციით. ჩვენი 50%-იანი ამერიკული პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ და დავნერგოთ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უახლესი სამედიცინო განვითარების მიღწევები და ჩვენს პაციენტებს მკურნალობა და ქირურგიული მომსახურება შევთავაზოთ უახლესი ტექნიკური მიღწევებისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ექიმებისა და მთელს მსოფლიოში მიღებული გამოცდილების მქონე სამედიცინო სფეროს სპეციალისტების გამოცდილი გუნდის მეშვეობით.

ლივის საავადმყოფოების ჯგუფი წარმოადგენს რეგიონის წამყვან საავადმყოფოების ჯგუფს მთელ რიგ სპეციალობებში,  მათ შორისაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რეგენერაციული მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების პროდუქციისა და გამოყენების ცენტრი, უშვილობა და PGD, გენეტიკური დიაგნოსტიკის ცენტრი, მრავალმხრივი სიმსივნის ცენტრი, განვითარებული აპარატული ცენტრი, ორთოპედია, კარდიოლოგია, პედიატრია, შიდა დაავადებები, პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგია, სტომატოლოგია, ჰემატოლოგია, გულმკერდის ქირურგია, ENT, ოფთალმოლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, CVS, კრიტიკული მკურნალობის განყოფილება, ნეიროქირურგია და სხვა განყოფილება. 

ლივ ჰოსპიტალში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიის სახით, აგრეთვე ხელმისაწვდომია IORT, Truebeam STX, Pem, PetCT, Davinci Robotics, Makoplasty Robot , eximerLasik. 

ლივ ჰოსპიტალი არის კლინიკა რომელსაც ამერიკის შემდეგ პირველს მიენიჭა არაჩვეულებრივი ცენტრის  სერთიფიკატი THE CENTER OF EXCELLENCE ერთდოულად სამ დარგში. რობოტული ქირურგია, კოლორექკატური ქირურგია, ბარიატრიული ქირურგია.