სხივური მედიცინის ცენტრი

„სხივური მედიცინის ცენტრი“  ქვეყნის მასშტაბით პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის სრულ სერვისს სთავაზობს. 

ცენტრმა ფუნქციონირება 2016 წელს დაიწყო და აღჭურვილია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 

პირველად საქართველოში, პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისის მისაწოდებლად, „სხივური მედიცინის ცენტრის“ სხივური თერაპიის განყოფილებაში მოწვეულია თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა “Liv Hospital”-ი, რომელიც სხივური თერაპიის მიმართულებით ანხორციელებს სამედიცინო მენეჯმენტს -  მსოფლიოში აღიარებული სხივური თერაპევტის, პროფესორ მერდან ფაიდას ხელმძღვანელობით.  მერდან ფაიდა  რადიაციულ ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „Nijad Bilge” მფლობელია.

პროფესორ მერდან ფაიდას უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს კლინიკაში მოსული თითოეული პაციენტის მკურნალობის კურსის განხილვა „ტუმორ ბორდზე“ – ქართველი და უცხოელი რადიოთერაპევტების, ქიმიოთერაპევტების, რადიოლოგების, კლინიკური ონკოლოგების, ქირურგების, მორფოლოგების და სხვა მონაწილეობით. 

Liv Hospital-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი შედგება ექიმებისგან, სამედიცინო ფიზიკოსებისგან და რადიაციული თერაპიის ტექნიკოსებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მკურნალობის მაღალ ხარისხს.

„სხივური მედიცინის ცენტრის“ ბირთვული მედიცინის განყოფილებაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ ბირთვული მედიცინის სრული სერვისი, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა. 

ბირთვული მედიცინის განყოფილებაში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, მიოკარდიუმის, ძვლის, თირკმლისა ფარისებრი ჯირკვლისა სცინტიგრაფიული კვლევის ჩატარება. 

„სხივური მედიცინის ცენტრი“ აკმაყოფილებს რადიაციული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა,  როგორც სამედიცინო პერსონალის ასევე პაციენტის რადიაციული უსაფრთხოება მაქსიმალურად  იყოს დაცული.

ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, ნატალია შენგელია დე ლანგე,  რომელსაც ბირთვული მედიცინის მიმართულებით მიღებული აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში ასევე ავსტრიაში. 

„სხივური მედიცინის ცენტრი“ ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა თავი იმედიანად და უსაფრთხოდ იგრძნონ, რისი გარანტიც პროფესიონალი ექიმების ინტერნაციონალური გუნდია.

 

„სხივური მედიცინის ცენტრის“ უპირატესობები: 

• მომსახურების მაღალი ხარისხი

• უახლესი თაობის აპარატურა

• გამოცდილი ექიმების ჯგუფი

• Liv Hospital-ის სამედიცინო მენეჯმენტი

• მკურნალობის დაგეგვმა „ტუმორ ბორდის“ მეშვეობით

• პაციენტის უსაფრთხოება

• სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე  ზრუნვა

• სასიამოვნო და კომფორტული გარემო