მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი


სამედიცინო ცენტრის შესახებ

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.

"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. 

 

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, აბდომინური ქირურგიის, თორაკალური ქირურგიის, ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილება. "მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში" ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.

 

ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.

 

მომსახურება

თავ-კისრის ქირურგია 

• ფარისებური ჯირკვალი

• ხორხის სიმსივნე

• ყბაყურა ჯირკვალი

• ტუჩი და პირის ღრუს ორგანოები

• კანი და რბილი ქსოვილები

• ზედა დაქვედა ყბა

• სანერწყვე ჯირკვლები

• კისრის ლიმფური აპარატი

მამოლოგია

 

გინეკოლოგია 

• საშვილოსნოს ყელის სიმსივნე

• საშვილოსნოს ტანის სიმსივნე

• საკვერცხის სიმსივნე

• საშოს და ვულვას სიმსივნე

ქიმიოთერაპია

აბდომინური ქირურგია

თოროკალური ქირურგია

კრიოქირურგია

ლაზერული ქირურგია

ლაპარასკოპიული ქირურგია

დიაგნოსტიკა 

• ციტოლოგია

• ექოსკოპია

• ენდოსკოპია

• სტომატოლოგია

საოპერაციო-რეანიმაციული ბლოკი

უჯრედული თერაპია

 

 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-16:30