Nuk
ნეფერტიტი

კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი "ნეფერტიტი" ქართულ პროფესიონალურ ბაზარზე უკვე 18 წელი არსებობს. კომპანიის ძირითადი ფასეულობებია ხარისხი და პროფესიონალიზმი, რასაც ცენტრი წლების მანძილზე ინარჩუნებ. სამომსახურეო სექტორის გარდა კომპანია ეწევა სადისტრიბუციო საქმიანობას და აქვს კონტაქტები მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან. 

"ნეფერტიტი" - ღებულობს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებზე და ფაქტობრივად ქართულ ბაზარზე არის ახალი სიტყვის ინიციატორი. ეს გახლავთ სადიაგნოსტიკო აპარატურის გამოყენება კოსმეტიკური საშუალებების სწორად დასანიშნად, რასაც წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგები, დერმატოლოგები და სააფთიაქო ქსელები. "ნეფერტიტი" გახლავთ პირველი კომპანია, რომელმაც "Eხპო Gეორგია"-ს მიერ ორგანიზებულ 2006 წლის გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა, როგორც კოსმეტიკისა და ესთეტიკის ცენტრმა და ტრადიციად დაამკვიდრა ასეთი პროფილის გამოფენებზე კოსმეტოლოგიური ფირმების მონაწილეობა. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება ორიენტირებულია ერთ მიზანზე: მაქსიმალურად იზრუნოს კლიენტების სილამაზეზე და დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნილებები. 

ცენტრი გისურვებთ წარმატებებს თქვენს ცხოვრებაში!