ნეოლაბი


კლინიკა „ნეოლაბი“ დაარსდა 2002 წელს თბილისში. კლინიკა თავდაპირველად ფუნქციონირებდა „რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე, ხოლო 2010 წლიდან ფუნქციონირება განაგრძო, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ. „ნეოლაბი“ აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს სტაჟირება აშშ-ის და საფრანგეთის წამყვან ლაბორატორიებსა და სამედიცინო ცენტრებში.

 

ნეოლაბში მკაცრად არის დაცული ხარისხის კონტროლის ყველა მოთხოვნა.

კლინიკა „ნეოლაბის“ ლაბორატორია აღჭურვილია დასავლეთ ევროპული კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურით. ლაბორატორიაში მომუშავე მაღალკვალიფიციური პერსონალი წარმოადგენს მიღებული შედეგების სიზუსტისა და ხარისხის გარანტიას.

 

კლინიკა “ნეოლაბი” ჩართულია C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის 28 აპრილს ამოქმედდა. თავდაპირველად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოხდა სხვადასხვა კლინიკების შეფასება და შეირჩა 4 კლინიკა, რომლებსაც მიეცათ უფლება ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროგრამაში და განეხორციელებინათ C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ ოთხ კლინიკას შორის „ნეოლაბი“ იყო ერთ-ერთი, რომელიც პირველივე ეტაპზე ჩაერთო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის დაწყებიდან დღემდე კლინიკაში ათასობით ადამიანმა ჩაიტარა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტივირუსული მკურნალობა, რომელთა უმრავლესობა სრულად განიკურნა C ჰეპატიტის ვირუსისგან.

 

ლაბოლატორია ნეოლაბი ასევე გთავაზობთ მრავალფეროვან კვლევების ჩატარებას შემდეგი მიმართულებებით: ჰემატოლოგია, ბიოქიმია, სეროლოგია, იმუნოლოგია, კოაგულოლოგია, ალერგოლოგია, ბაქტერიოლოგია. კლინიკაში ასევე წარმოებს მოლეკულური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით, რომლის საშულებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების ზუსტი და ადრეული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის უპირატესობა მისი მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობაა.

 

კლინიკა „ნეოლაბში“ ტარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:

· კლინიკური და ბიოქიმიური: სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, თირკმლის ფუნქციები, შარდის ანალიზი, განავლის ანალიზი

 

· სეროლოგიური გამოკვლევები: იმუნოფერმენტული (ELISA) და იმუნობლოტინგის მეთოდებით (A, B, C, D ჰეპატიტის ვირუსებზე; ჰერპესის ჯგუფზე – მარტივი ჰერპესის, ჩუტყვავილა-ზოსტერის, ებშტეინ-ბარის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი, წითელას და წითურას ვირუსები და მრავალი სხვა მიკროორგანიზმის საწინააღმდეგო ანტისხეულების  განსაზღვრა)

 

· ჰორმონებზე გამოკვლევა: ფარისებრი ჯირკვლის, სასქესო, და სხვ.

· მოლეკულური დიაგნოსტიკა: რეალურ-დროითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) გამოყენებით სისხლში B და C ჰეპატიტების ვირუსების თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა, C ჰეპატიტის ვირუსის, ჰერპესვირუსის და ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის (HPV) გენოტიპირება, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დეტექცია როგორც შარდის, ისე ნაცხის სინჯებში, როგორებიცაა ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმური და ურეაპლაზმური ინფექცია, ასევე ბაქტერიული ვაგინოზის რაოდენობრივი შეფასება.

 

· ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა:

– საერთო IgE-ს განსაზღვრა სისხლის შრატში

– ალერგენ-სპეციფიკური IgE ტიპის ანტისხეულების რაოდენობრივი განსაზღვრა სისხლის შრატში – კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო, მედიკამენტური და სხვა ალერგენების მიმართ.

 

- იმუნობლოტინგის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ალერგოტესტები - ინჰალაციური, კვებითი, შერეული და პედიატრიული  ალერგენული პანელებით.

 

– კომპიუტერული სპიროგრაფია

 

· პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა

ნეოლაბი გთავაზობთ პარაზიტული დაავადებების გამოკვლევების ფართო სპექტრს: განავლის გამოკვლევა ჰელმინთებზე, ასევე ლამბლიოზის, ამებიაზის, კრიპტოსპორიდიოზის გამომწვევების ანტიგენზე; ტოქსოპლაზმოზის, ექინოკოკოზის, ფასციოლოზისა და ლეიშმანიოზის სეროლოგიური დიაგნოსტიკა.

 

· კუჭ-ნაწლავის სისტემის ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა 

განავლის გამოკვლევა ხორციელდება ისეთ პათოგენებზე, როგორებიცაა ჰელიკობაქტერია, კამპილობაქტერია, კლოსტრიდიუმ დიფიცილე, როტავირუსები, ადენოვირუსები, ასტროვირუსები, ნოროვირუსები, და სხვ.

 

ნეოლაბი გთავაზობთ ბინაზე მომსახურების სერვისს !