Nuk
კლინიკა ნიუმედი

კლინიკა 'ნიუმედი' ფუნქციონირებს 2008 წლიდან. კლინიკაში ტარდება ყველა საჭირო ამბულატორიული მომსახურება. კლინიკა ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე და გთავაზობთ უმოკლესი გზით სვლას ზუსტ დიაგნოზამდე! დიაგნოზები მოგეწოდებათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მეათე გადახედვის (IჩD-10) მიხედვით. 
 
ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე აპარატურით და გთავაზობთ ყველა აუცილებელ გამოკვლევას. კლინიკაში დანერგილია ხარისხის კონტროლის სპეციალური სისტემა, რაც მინიმუმამდე ამცირებს კვლევის პასუხის ცდომილებას. 
 
თანამედროვე ექოსკოპიის აპარატით (3D განზომილება) ხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის, სამეანო და გინეკოლოგიური, ნაყოფის ელექტროკარდიოგრაფიული, დოპლეროგრაფიული ,ნეიროსონოსკოპიური , რბილი ქსოვილების, სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის,რეგიონული ლიმფური ჯირკვლების კვლევა, ექოჰისტეროსალპინგოსკოპია. კლინიკაში ჩაგიტარდებათ ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები.
 
ვიწრო სამედიცინო კონსულტაციას გაგიწევენ ყველა სპეციალობის წამყვანი ექიმები.