Nuk
სანნი - სარეაბილიტაციო ცენტრი

სარეაბილიტაციო ცენტრი ”სანნი” დაფუძნდა ქ. თბილისში 2010 წელს. ცენტრში მუშაობენ უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში.

 ცენტრის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს რეაბილიტაციის კლასიკური მეთოდების გამოყენება. აღნიშნული მეთოდები გამოიყენება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

ცერებრალური დამბლა (ყველა ფორმა, მათ შორის სპასტიური მონოპარეზი, პარაპარეზი, ჰემიპარეზი, ტეტრაპარეზი, ატონიურ-ასტატიკური, შერეული, ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა)
მოტორული განვითარების შეფერხება ადრეული ასაკის ბავშვებში
გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმების, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ნეიროინფექციების ნარჩენი მოვლენების შემდგომ პერიოდში
სახსრების მოძრაობის შეზღუდვა (კონტრაქტურა, არტრიტი, არტროზი, არტროგრიპოზი)
ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი გამოხატული კუნთოვანი დაჭიმულობის სინდრომებით, ტკივილის, მოძრაობის და სისხლძარღვოვანი დარღვევებით
I-II ხარისხის სქოლიოზი
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (პარეზები, პლექსიტები და სხვა).
ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები ორთოპედიაში და ტრავმატოლოგიაში.
 .რეაბილიტაციის პროგრამა გათვალისწინებულია 11-22 დღიან მკურნალობის კურსზე. კურსის განმავლობაში პაციენტი არი ნევროლოგის და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. კურსი მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამა
მექანოთერაპია( სიახლე მექანოთერაპიაში )
კიდურების სახსრების პასიური დამუშავება
მანუალური თერაპია
სამკურნალო მასაჟის ინდივიდუალურად შემუშავებული სქემა
ფიზიოთერაპია (ოზოკერიტომკურნალობა)
კინეზიოტეიპინგი ( პირველად საქართველოში )
ცენტრის სპეციალისტების მიერ შესაძლებელია სამკურნალო ფიზკულტურის და მასაჟის ჩატარება სახლში ან სტაციონარში.

ასევე ჩვენ ცენტრში ტარდება რეგულარული სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშები და ინდივიდუალური მასაჟის კურსები.  საჭიროების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაძლებელია კონსულტაციაზე მოწვევა ორთოპედის, დეფექტოლოგის, ფსიქოლოგის და ლოგოპედის.

კურსის განმავლობაში ყოველ პაციენტს უტარდება სისტემატური ვიდეოკონტროლი დადებითი დინამიკის შემდგომი ანალიზისათვის.