თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) ამიერკავკასის სამედიცინო სამსახურის ლიდერი იყო გასული საუკუნის 70 წლებიდან ეს იყო სამედიცინოდაწესებულება რომელსაც ახსოვს ქართული და არამარტო ქართული ) მედიცინის კორიფეები. დღესაც კლინიკაში მოღვაწეობენ წამყვანი  ქართული  სამედიცინო  სკოლების  აღიარებული ლიდერების-ეგნატე ფიფიას,კონსტანტინე ჩაჩავას,ზაალ კასინის,ნოდარ  ბოხუას,გივი გონჯილაშვილის,ნოდარ ხერხეულიძის,ნუგზარ ტატიშვილის ,გივი ბახტაძის  და მრავალ სხვათა აღზრდილები და მათი შესანიშნავი ტრადიციების გამგრძელებლები. დიღმის საავადმყოფო სამედიცინო დაწესებულებათა ნაირფეროვან კლასტერში თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ შეინარჩუნა ტრადიციული სამედიცინო ბრენდის პრიორიტეტები და ამავდროულად სრულად განაახლა ტექნოლოგიური ბაზა.თბილისის ცენტრალური საავადმყოფო დღესდღეობით ტრადიციების მყარ ფუნდამენმტზე  დაფუძნებული ინოვაციური ტიპის კლინიკაა რომელშიც საერთაშორისო სამედიცინო  სტანდარტების ყველა უახლესი ნაბიჯია ასახული.თამამად შეიძლება ითქვას რომ კლინიკა  მდიდარ ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით მუდმივ განახლებადი სამედიცინო მომსახურეობის პრინციპების მატარებელია. 

მრავალპროფილური კლინიკა სადაც ყველა ტიპის გეგმიური და გადაუდებელი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ტარდება.

კლინიკაში ფუნქციონირებს:

სასწრაფო სამედიცინო მიმღები (ემერჯენსი), რეანიმაცია, სტაციონარი
ამბულატორიული განყოფილება მრავალფუნქციური დიაგნოსტიკური ცენტრით.
რადიოლოგია
ლაპარასკოპიული ქირურგის ცენტრი

ქირურგიულ დეპარტამენტში აგრეთვე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

• ნეიროქირურგია
• ტრავმატოლოგია და ორთოპედია
• ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგია
• ყბა-სახის ქირურგია
• პლასტიკური რეკონსტრუქციული ქირურგია
• ბარიატრიული ქირურგია (გახდომის ოპერაციები)
• რინოპლასტიკა ევროპული ხარისხის კლინიკურ -დიაგნოსტიკური ლაბორატორია ტკივილის მართვის ცენტრი