Nuk
Yeditepe საუნივერსიტეტო საავადმყოფო


Yeditepe-ს უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებები  (ქალაქი სტამბოლი) ეს არის მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების განსახიერება თანამედროვეობაში. 

Yeditepe-ს უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებებმა ფუნქციონირება დაიწყო 2005 წლიდან და მას საფუძველი ჩაუყარა ISTEK-ის ფონდმა (სტამბოლის განათლებისა და მეცნიერების ფონდი). დაარსების დღიდან იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლინიკათა ქსელს თურქეთსა და რეგიონში. 

Yeditepe გვევლინება პირველ და ერთადერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტად, რომელსაც აქვს საკუთარი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. 

სამედიცინო ფაკულტეტისა და კლინიკური სამედიცინო ცენტრის ასეთი ურთიერთშერწყმა საშუალებას იძლევა სამედიცინო პრაქტიკაში დაინერგოს მოწინავე კლინიკური გამოცდილება და როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო მიღწევები მედიცინასა და სამედიცინო ტექნოლოგიებში. 

უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურეობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ Yeditepe-ს უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებები  ყოველწლიურად 30 000-ზე მეტ პაციენტს უწევს სამედიცინო დახმარებას. 

ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ 2017 წლის დასაწყისში Yeditepe-ს სამედიცინო ინსტიტუციებს მიემატება მსოფლიოში პირველი სრულიად ანტიბაქტერიული მრავალპროფილური მომავლის სამედიცინო ცენტრი.  

Yeditepe-ს უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებები ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური აკადემიური ინსტიტუტია თურქეთში, რომელიც აკრედიტებულ იქნა მსოფლიო ჯანდაცვის კომისია JCI-ის მიერ და ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატს. 

 

Yeditepe-ს უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებებია: 

- სამეცნიერო-კვლევითი ჰოსპიტალი

- სპეციალიზებული ჰოსპიტალი

- სტომატოლოგიური კლინიკა

- ოფთალმოლოგიური კლინიკა

- გენეტიკური კვლევის ცენტრი 

- სამედიცინო ცენტრი 

- სამეცნიერო კვლევებისა და გამოგონებების ცენტრი

- ღეროვანი უჯრედების კვლევისა და გამოყენების ცენტრი

Yeditepe-ს უნივერსიტეტის საავადმყოფო (Yeditepe University Hospital) - მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება დაარსებულია 2005 წელს, გაშენებულია 65 000 მ2 ტერიტორიაზე.

 

კლინიკაში განლაგებულია:

- 19 საოპერაციო ბლოკი 

- 55 ადგილიანი რეანიმაცია

-  404 ადგილიანი სტაციონარი და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი.

საავადმყოფო მაქსიმალურად კეთილმოწყობილია და მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე, გათვლილია განსაკუთრებული გარემოს საჭიროების მქონე პაციენტებზე. დაარსებიდან დღემდე კლინიკაში ჩატარებულ იქნა 55 000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია. კლინიკა ყოველწლიურად მასპინძლობს ათასობით უცხოელ პაციენტს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. 

 

Yeditepe-ს   უნივერსიტეტის ჯანდაცვის ინსტიტუციების დეპარტამენტები და განყოფილებები

Yeditepe-ს   უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი ცნობილია რეგიონში მაღალი ხარისხის კომპლექსური სერვისებით, როგორც ბავშვების ისე ზრდასრულთათვის. ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები თავისი სამეცნიერო აღმოჩენებითა და საზოგადოების ინტერესების ეფექტური და აქტიური დაცვის კულტურით სცილდება საერთოდ დადგენილ სტანდარტებს.

საავადმყოფოში ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: 

• ტოროქალური ქირურგია

• ბარიატრიული ქირურგია

• ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია (პედიატრია და მოზრდილები)

• კარდიოლოგია

• კარდიოვასკულარული ქურურგია

• კომპლექსური ონკოლოგიური ცენტრი

• რქოვანას  ტრანსპლანტაცია

• დერმატოლოგია

• სტომატოლოგია

• დიაბეტი

• დიეტა და კვება

• გადაუდებელი დახმარება

• ენდოკრინოლოგია

• ოტოლარინგოლოგია

• ოფთალმოლოგია 

• გასტროენტეროლოგია

• საერთო ქირურგია

• გინეკოლოგია

• თმის ტრანსპლანტაცია

• ინფექციური დაავადებები

• ინტენსიური თერაპიის ცენტრი

• თერაპია

• ინტერვენციული კარდიოლოგია

• ხელოვნური განაყოფიერება

• ღვიძლისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია

• ნეფროლოგია

• ნევროლოგია

• ნეიროქირურგია

• ახალშობილთა განყოფილება

• ბირთვული მედიცინა

• ორთოპედია და ტრავმატოლოგია

• ტკივილის მართვა

• პედიატრია

• ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია

• ფსიქიატრია

• პულმონოლოგია

• რადიაციული ონკოლოგია

• რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია

• რეგენერაციული მედიცინა და ღეროვანი უჯრედები გამოყენება

• რევმატოლოგია

• გულმკერდის ქირურგია

• უროლოგია