Nuk
ბიოქიმფარმი

ბიოქიმფარმი წლის ლიდერ მწარმოებლად დასახელდა ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე.

კომპანია ბიოქიმ ფარმს 2015 წლის ნოემბერში საპატიო წოდება მიენიჭა - ”დარგის ლიდერი 2015”, ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაცია - ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება. კომპანიების შეფასებისას გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. აღნიშნული სერთიფიკატი კომპანიას გადაეცა ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის (NBR Union) მიერ. NBR-Union-ში, რომელიც 11 წელია არსებობს, გაერთიანებულია შემდეგი წევრი – ქვეყნები: უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და საქართველო.  საქართველო წევრთა რიგებს წელს შეემატა.

ბიოქიმფარმი ბაქტერიოფაგის პრეპარატების ლიდერი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიაში ინახება ბაქტერიოფაგების კვლევისა და წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება და დღეისათვის კომპანია დაკავებულია ინოვაციური, უსაფრთხო პრეპარატების შექმნით

ბიოქიმფარმი

ბიოტექნოლოგიური კომპანიიაა, რომელიც აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე (ფაგებზე) დაფუძნებულ, ბუნებრივ სამკურნალო პრეპარატებს. ფაგის პრეპარატები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ბავშვებსა და მოზრდილებში. ფაგებს ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ მრავლობითი გვერდითი მოვლენები. ფაგებით მკურნალობა სრულიად უსაფრთხოა ადამიანებისათვის, რის გამოც ფაგები ანტიბიოტიკების ბუნებრივ ალტერნატივად მიიჩნევა.

ბიოქიმფარმი ფაგის პრეპარატების ლიდერი მწარმოებელია საქართველოში და ასევე ახორციელებს ექსპორტს საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ბიოქიმფარმი თუ ყველაზე არა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპანიაა, ბაქტერიოფაგის პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ასეთები კი, მსოფლიოში სულ რამდენიმეა.