ფრისო

ფრისო

კომპანია წარმოადგენს რძის პროდუქტების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას საერთაშორისო თვალსაზრისით და იგი მულტინაციონალური კომპანიის   Friesland Coberto  Diary Foods  ნაწილია.2004 წლის 7 ივნისს ჰოლანდიის დედოფალმა ბეტრიქსმა კომპანია სამეფო გერბის ნიშნით დააჯილდოვა.კომპანიის პირველი ქარხანა 1879 წელს აშენდა , უკვე 60 წელია  რაც იგი მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიად იტვლება და პროდუქციის ექსპორტს 30-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ახდენს .თითოეული პროდუქტის შექმნაზე ქარხანაში სპეციალისტების განსაზღვრული ჯგუფი მუშაობს , რომლებიც სისტემატურად ითვალისწინებენ მეცნიერების თანამედროვე მიღწევებსა და სტანდარტებს .კომპანიის ექსპერტთა ჯგუფი მუდმივად მუშაობს იმისათვის , რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია მოახდინონ და დედის რძეს მიუახლოვონ ფრისოს თვითეული სახეობა .ფრისოს ყველა სახეობის სრულყოფა ხდევა თანამედროვე სტანდარტების და მიღწევების გათვალისწინებით , რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰოლანდიის სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი .

ფრისოს ყველა პროდუქცია მზადდება შემდეგი სერთიფიკატებითა და რეკომენდაციებით:

  •  Codex  Alimentarius
  • EU Commission Decision
  • Controlling Authority for Milk and Milk Products (COKZ)
  • The Council of European Community (EEC) regulations 
  • USRDA
  • LSRO
  • European Union
  • ESPAGN

საკვების უსაფრთხოების და ISO–2001, HACCP სერთიფიკატების თანახმად ფრისოს არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ინგრედიენტებს და მარკირებულია როგორც  GMO – Free ანუ ბიოპროდუქტი.