Nuk

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციასთან არსებული ფსიქო-სოციალური რებილიტაციის ცენტრის დირექტორი
სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრა, ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული ასისტენტ-პროფესორი

პროფესიული გამოცდილება
- 1982-84 წწ. გაიარა ორდინატურა ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე;
- 1984 წლიდან მუშაობს მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში ჯერ უმცროს, ხოლო 1994 წლიდან უფროს მეცნიერთანამშრომლის თანამდებობაზე; 
- 1994 წლის 30 მარტიდან მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი;
- 1998 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე ასისტენტი;
- 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე;
- 2002 - 04 წწ. იყო ჟურნალის “ფსიქიკა, პრობლემები, პერსპექტივები” რედაქტორი;
- 2006 წელს, 2004 წლის 21 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი;
- 2006-08 წწ. მონაწილეობას იღებდა ფსიქიატრიის გზამკვლევების და პროტოკოლების შექმნაში; 
- 2006 წელს ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ აკრედიტირებული ტენინგის “დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ ჩვევების დასწავლა” თანაავტორი და ტრენერი; 
- 2007 წელს ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ აკრედიტირებული ტენინგის “კოგნიტურ - ბიჰევიორული თერაპია” თანაავტორი და ტრენერი;
- 2007 წელს არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების ავტორი, “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 03.04.07