Nuk
არჩილ ჩხოტუა

  • სპეციალობა: უროლოგია
  • მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი

წამყვანი უროლოგი, დირექტორი სამეცნიერო დარგში

უმაღლესი
 განათლება

1983-1989წწ. - თბილისის სახელმწიფო, სამედიცინო ინსტიტუტი, თბილისი.

ორდინატურა

1991-1993 წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო  კვლევითი ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში.

სადოქტორო, საკანდიდატო დისერტაციები

1993წ. - საკანდიდატო დისერტაცია: „ ფუნქციური ცვლილებები ქვედა საშარდე გზებსა და ცნს-ში ღამის ენურეზის დროს“.

2004წ. - სადოქტორო დისერტაცია: „რეპლიკაციური სიბერის მარკერები და მათი როლი თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობაში“.

ტრეინინგები, სტაჟირება უცხოეთის კლინიკებში.

1999-2000 წწ. - თელ-ავივის უნივერსიტეტის, რაბინის სამედიცინო ცენტრი, ორგანოთა გადანერგვის განყოფილება, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში.

2001 წწ. - ბოლონიის უნივერსიტეტის დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილება, სტაჟირება ნეფროლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში.

2001-2003 წწ. - ულმის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციის ცენტრი. სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში.

2002 წ. - ულმის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილება, სტაჟირება უროლოგიაში.

2010 წ. - მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრი, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი, ნიუიორკი, აშშ, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიასა და სადიალიზო სისხლძარღვოვანი არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირებაში.

2010 - ლენოქს ჰილის სამედიცინო ცენტრი, ნიუიორკი, აშშ, სტაჟირება სადიალიზო სისხლძარღვოვანი არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირებაში.

სამუშაო სტაჟი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში.

1993-1999წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტი - მეცნიერ-თანამშრომელი.

 2003 წ. - თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი.

2004 წ. - განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2010 წ. - დირექტორი სამეცნიერო დარგში.

- რომელ სფეროს კურირებთ:

- უროლოგიის ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები და კვლევები;

- ნეფროლოგია, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია.