Nuk

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე, კლინიკა

დამატებითი მონაცემები
დავით ფარღალავა დაიბადა 1949 წელს ქ.ფოთში. 
1966 – 1972 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 
1986 – 1993 წწ. - ქ.მოსკოვის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტის დოქტორანტურაში. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ.თბილისში. 1999 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქ.მოსკოვში. 
1972 – 1973 წწ. დავით ფარღალავა მუშაობდა ქ.ბათუმის I საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად. 
1973 – 1975 წწ. იყო სამხედრო ექიმი, ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მედპუნქტის უფროსი. 
1975 – 1977 წწ. მუშაობდა თბილისის 26-ე პოლიკლინიკაში ექიმ-ქირურგად. 
1977 – 1985 წწ. იგი იყო კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში: ექიმი – რეანიმატოლოგი, შემდეგ - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ბოლოს, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 
1993 – 1994 წწ. დავით ფარღალავა მუშაობდა კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში წამყვან მეცნიერ-მუშაკად. 
1994 წლიდან იგი არის ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე. 
დავით ფარღალავა არის 71 სამეცნიერო შრომის ავტორი, საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის ასოციაციის წევრი, საერთაშორისო ანგიოლოგთა ასოციაციის წევრი.