იოსებ ბურდულაძე

  • სპეციალობა: ნევროლოგია
  • კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (აკად. ფ. თოდუას კლინიკა), ჟორდანიას კლინიკა - ვაკის ფილიალი

ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი

დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია.

დიპლომის შემდგომი განათლება მიიღო აკად. პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტში ნევროლოგიაში.

მუშაობდა პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტში ნევროლოგად, კლინიკა „კურაციო“ ნევროლოგად.

კვალიფიკაცია გაიარა ნევროლოგიაში ქ. ციურიხის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (შვეიცარია).

2010 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ნევროლოგად.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მუდმივად მონაწილეობს კლინიკურ კვლევებში.

მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში: პარიზი (საფრანგეთი), ათენი (საბერძნეთი), ბრიუსელი (ბელგია), მადრიდი, ბარსელონა (ესპანეთი), ვენა (ავსტრია), პრაღა (ჩეხეთი), სტოკჰოლმი (შვედეთი), ბერლინი (გერმანია), ლისაბონი (პორტუგალია), მორჟი (შვეიცარია).

ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFNS), მსოფლიო ნევროლოგთა ფედერაციის (WFN), ინსულტის ევროპული ორგანიზაციის (ESO), ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (WSO) წევრი, საქართველოს ინსულტის ასოციაციის, საქართველოს ძილის მედიცინისა და კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის ასოციაციის და საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოების გამგეობების წევრი.