Nuk

ლალი ანდრიაშვილი არის სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტი და ამავე დროს, ითავსებს „თერაპიის სახლის“ მენეჯერის ფუნქციას. მისი 26 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწეობას, მათ შორის: ბავშვთა პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში, საავადმყოფოში და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში.
1995 წლიდან კი იგი თავის მოღვაწეობას “თერაპიის სახლს” უკავშირებს. პარალელურად, ლალი ანდრიაშვილი 1996-2009 წლებში იყო კავშირი „ადამიანი და ბუნება“-სთან არსებული სამედიცინო სემინარის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მუშაობდა ამავე კოლეჯში პედაგოგად. მას აქვს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილებაც.
2001 წელს გერმანიის ქ. საარბრუკენის ბავშვთა და მოზრდილთა პრაქსისში მუშაობდა, როგორც მოწვეული ექიმი, ხოლო 2002-2005 წლებში, ლალი ანდრიაშვილი მოიწვიეს ქ. ბერლინის ჰაველჰოჰეს კლინიკაში ექიმი-სპეციალისტის პოზიციაზე. ქ-ნ ლალის 1981-1987 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივეერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს მან გაიარა ანთროპოსოფიული-სამედიცინო პრაქტიკული კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო 1992 წელს - ახალგაზრდა მედიკოსთა კურსი ავსტრიაში, ქ. ვენაში.
1993 წელს დაამთავრა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების რესპუბლიკურ ცენტრში და ენდოკრინოლოგიის კურსი გერმანიის ქ. მანჰაიმის კლინიკაში. ლალი ანდრიაშვილმა 1996 წელს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა თერაპიის კურსი, 2006 წელს კი - ოჯახის ექიმის სრული კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის ცეტრში და მიენიჭა სერტიფიცირებული ოჯახის ექიმის წოდება.
2002-2005 წლებში, პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტში დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე - „ბრონქული ასთმის სალუტოგენეზური ასპექტები ბავშვთა ასაკში“ და მიენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება. მას, ასევე, გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, კერძოდ: 2007-2008 წლებში გაიარა ჯანდაცვის რესურსების მენეჯმენტის ტრენინგი OPM –Oxford Policy Management. 1993 წლიდან 2008 წლამდე ყოველწლიურად მონაწილეობდა შვეიცარიის ქ. არლესჰაიმში გოეთიანუმში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში.
2002-2008 წლებში მან გაიარა საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. ქ-ნი ლალი ასევე, არის საქართველოს ანთროპოსოფ ექიმთა კავშირის, საქართველოს პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაციათა წევრი.