Nuk

განათლება:

1976 – 1981 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი;

1987 – 1991 წწ. თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა;

1994 - 1997 წწ. ვილფრიდე ჰასაუერის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, ექთნის საქმე (საქართველო, გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით);

1995 – 1997 წწ. მარგარიტა ჰაუშკას სახ. რიტმული მასაჟის სკოლა (გერმანია);

2001 წ. ლიმფოლოგიისა და ლიმფის მანუალური დრენაჟის სრული კურსი (მოსკოვი, გერმანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით);

2001 – 2009 წწ. მრავალი ხანმოკლე კურსი: შინმოვლის მსოფლიო მოდელები, რეაბილიტაცია ჰემიპლეგიის დროს, ბობათის კონცეპცია რეაბილიტაციაში და სხვა,მენეჯმენტში, ფინანსურ მენეჯმენტში და დაწესებულების მართვაში, პროექტის წერა, პროექტის მართვაში, ტრენერების აღზრდაში. 

სამუშაო გამოცდილება: 

1980 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. ნ.კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილება (ლაბორანტი);

1987 წ. თ ს უ ბიოლოგიის ფაკულტეტი, ბოტანიკის კათედრა (უფრ. ლაბორანტი, პროფ. ასისტენტი);

1990 – 1992 ნ.კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია (ლაბორანტი);

1991 წლიდან დღემდე კავშირთან ,,ადამიანი და ბუნება“ არსებულ სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში „თერაპიის სახლი“ სხვადასხვა თანამდებობაზე;

1995 წლიდან დღემდე კავშირის „ადამიანი და ბუნება“ გამგეობის წევრი (ხელმომწერზე პასუხისმგებელი);

1997 წლიდან დღემდე კავშირთან ,,ადამიანი და ბუნება“ არსებული ,,შინმოვლის სამსახურის“ ხელმძღვანელი;

1998 წლიდან დღემდე აიპ – ,,ადამიანი და ბუნება“ – საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი, კოლეჯის პედაგოგი შემდეგ დისციპლინებში – რიტმული მასაჟი, რიტმული შეზელვა, ბიოლოგია, ადამიანთმცოდნეობა. 

1999 წლიდან დღემდე ანთროპოსოფიული მედიცინის სემინარის დოცენტი, დისციპლინა – გარეგანი ზემოქმედების საშუალებები ანთროფოსოფიულ მედიცინაში;

1998 – 2000 წწ. ევროკავშირის Tasis Lien პროექტის ხელმძღვანელი;

2000 – 2001 წწ. Soft Ware AG პროექტის ხელმძღვანელი;

2001 – 2008 წწ. Cordaid პროექტების ხელმძღვანელი;

2009 წ. შინმოვლის კოალიციის თანამშრომელი – მიმართულების კოორდინატორის და შინმოვლის ექსპერტის სტატუსით;

2011 –2013 წწ. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული პროფესიულ სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფის წევრი;

2012–2013 წწ. საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოც.უზრუნველყოფის სამინისტროსთან არსებული საექთნო საქმის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრი;

2013 წლიდან რიტმული მასაჟის მასწავლებელთა საერთაშორისო გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი. 

კვალიფიკაციები: 

01.05.94 – 30.08.94. ქ. ჰერდეკეს (გერმანია) საზოგადოებრივ საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაში დასავლეთ ევროპული მოვლის სტანდარტების გასაცნობი პრაქტიკა – ავადმყოფის მოვლა, რიტმული მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, სამკურნალო აბაზანები და ერგოთეაპია;

1995 – 2001 წწ. ყოველწლიური მონაწილეობა გოეთეანუმში მსოფლიო სამედიცინო კონფერენციაში, მოვლის ფორუმის წევრი და სიმსივნურ დაავადებათა მკურნალობას მიძღვნილი რეგულარული სემინარის მონაწილე;

2003 წ. (ორი თვე) ფიზიოთერაპევტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მივლინება გერმანიაში: პრაქტიკული მუშაობა 5 კლინიკაში (ჰერდეკეს საზოგადოებრივ კლინიკაში, ფილდერშტადტის (შტუტგარდი) ფილდერკლინიკაში, უნტერლენგენჰადტის პარაცელსუსის კლინიკაში, რეკლინჰაუზენის სარეაბილიტაციო კლინიკაში, ოშელბრონის კლინიკაში. 

2003 წ. მონაწილეობა ფიზიოთერაპევტთა მსოფლიო ყრილობაზე დორნახში (შვეიცარია);

1999 – 2008 წწ. შინმოვლასთან დაკავშირებული საერთაშორისო ფორუმები: ბუდაპეშტში (ღია საზოგადოება), ბრატისლავაში (კორდაიდი), ბუქარესტში (კორდაიდი), სოფიაში (კარიტასი), კიშინიოვსა და ლვოვში (ასევე კორდაიდის ხელშეწყობით). 2007 წელს ჰააგაში ევროპარლამენტში ევროკავშირის ქვეყნების შინმოვლის სიმპოზიუმი;

თერაპიის სახლის ფიზიოთერაპიული განყოფილება გთავაზობთ ლიმფური შეგუბების მკურნალობას ამბულატორიისა და დღის სტაციონარის პირობებში შემდეგი დაავადებების დროს:

 

• ლიმფედემა (პირველადი და მეორადი);

• სპილოვნება (ლიპედემა);

• ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობა;

• ფლებო-ლიპო-ლიმფედემა;

• ციკლურ-იდიოპათიური სინდრომი;

• რევმატიული დაავადებები;

• ტრავმული დაზიანების ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;

• სკლეროდერმია (დამხმარე მეთოდად)