Nuk

თანამდებობა:
ექიმი მეან–გინეკოლოგი

დამატებითი ინფორმაცია:
პრაქტიკული საქმიანობის სფერო:

გინეკოლოგიური   და  რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური  დარღვევების  დიაგნოსტიკა  და  მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა, ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა, განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა, შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია), რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა (კოლპოსკოპია, PAP-ტესტი, კრიოდესტრუქცია, დიათერმოკოაგულაცია და ა.შ.)

განათლება:
1999 – სპეციალიზაცია მეანობა–გინეკოლოგიაში (სახელმწიფო სერტიფიკატი).
1992–1995 - ინტერნატურა და კლინიკური ორდინატურა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის სპეციალიზაციით. კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი.
1986–1992 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

დიპლომის შემდგომი განათლება:
2013 – ტრეინინგი მეანობა–გინეკოლოგიაში. ზალცბურგის პარაცელსის საუნივერსიტეტო კლინიკა (ავსტრია).
2009 – ტრეინინგი სექსუალურ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ მედიცინაში. ჟენევის ფონდი სამედიცინო განათლებისა და კვლევისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჟენევა, შვეიცარია).
2009 – ტრეინინგი მეანობა–გინეკოლოგიაში. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკა (ავსტრია).
2005 – ზალცბურგის ვეილ–კორნელის საერთაშორისო სამედიცინო სემინარი მეანობა–გინეკოლოგიაში (ავსტრია).
2004 – დიპლომის შემდგომი განათლების კურსი რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის სპეციალიზაციით. თელ ავივის უნივერსიტეტის სეკლერის სამედიცინო ფაკულტეტი (ისრაელი).

პროფესიული გამოცდილება:
2012 – დღემდე - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“.
2001–2011 - სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი „მიკროგენი“. ექ. გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგი
1995–2001 - კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, პოლიკლინიკური განყოფილება. ექ. გინეკოლოგ–ენდოკრინოლოგი. 

სამეცნიერო მოღვაწეობა:
თანაავტორი 2 სამეცნიერო სტატიისა.

ევროპის გინეკოლოგ–ონკოლოგთა საერთაშორისო კონგრესის მონაწილე და პოსტერული პრეზენტაციის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესთა სფერო:
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, იმუნოლოგიური უნაყოფობა, საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე პროცესების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.