Nuk

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, კლინიკა “კარაპს მედლაინის“ ოსტეოპოროზის დიაბეტური ტერფის კაბინეტის გამგე.

პროფესიული გამოცდილება
1988 წლიდან იგი მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად, ამჟამად კი - შინაგან სნეულებათა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად. 
2000-2003 წწ. მანანა ზოდელავა იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის კაბინეტის გამგე. 
2003 წლიდან იგი არის კლინიკა ”კარაპს მედლაინის” ოსტეოპოროზის დიაბეტური ტერფის კაბინეტის გამგე.

დამატებითი მონაცემები
მანანა ზოდელავა დაიბადა 1951 წელს. 
1967-1973 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკუნალო ფაკულტეტზე. 1973-1976 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში (ალერგოლოგია, იმუნოლოგია). 
1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ”მტვრისმიერი ბრონქული ასთმის ეტიოლოგიის, პათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის ზოგიერთი საკითხი” 
გამოქვეყნებული აქვს 45 სამეცნიერო შრომა თანამედროვე მედიცინის საკითხებზე ქართულ და უცხოურ სამედიცინო ლიტერატურაში. 
მანანა ზოდელავა არის ქალთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Soroptimists International თბილისის კლუბის ექს-პრეზიდენტი.