Nuk

ექიმი დერმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

პროფესიული გამოცდილება
20 წელზე მეტი ეწეოდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მოღვაწეობას რუსეთში, სადაც მიიღო დიპლომის შემდგომი განათლება სეჩენოვის სახ. სამედიცინო აკადემიაში დერმატო-ვენეროლოგიის კათედრაზე ( ქ. მოსკოვი) მუშაობდა ქ. მოსკოვის (რუსეთი) ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის დოცენტად. 2012 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, დერმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. გავლილი აქვს მრავალი კვალიფიკაციის კურსები: დერმატოლოგია, კანის ინფექციურ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ტრიქოლოგია, თერაპიულ კოსმეტოლოგია და სხვ. დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მინიჭებული აქვს უმაღლესი კატეგორიის ექიმის წოდება. არის 100–ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, გამოცემული აქვს 4 – მონოგრაფია. მიღებული აქვს 1 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე. არის თანაავტორი სახელმძღვანელოსი “კლინიკური დერმატოვენეროლოგია”, მეთოდური რეკომენდაციების “სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტები” (გაიდლაინები) მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. არის რუსეთის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი

განათლება, კვალიფიკაცია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტი