Nuk
ნოდარ ემუხვარი

  • სპეციალობა: კარდიოლოგია
  • ჰელსიკორი -ისრაელი-საქართველოს ერთობლივი სამედიცინო კვლევითი კლინიკა

მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, თერაპიის კათედრის გამგე
დამატებითი მონაცემები
დაიბადა 1943 წელს გალის რაიონში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1967-70 წლებში სწავლობდა თსსი-ის ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “ადრეული ეკგ ცვლილებები მწვავე კორონალური ნაკლოვანების დროს და სხვადასხვა ეკგ განხრების დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში.” 1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საყლაპავიდან ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევების შესაძლებლობანი გულის სხვადასხვა პათოლოგიის დაიგნოსტიკასა და მკურნალობაში”. არის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 
1967-1970 წლებში იყო ახალციხის ექიმი თერაპევტი, 1974-1976 წლებში მსახურობდა სამხედრო ექიმად ავღანეთში. 1974-1983 წლებში იყო სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ასისტენტი, შემდეგ 1984-1994 წლებში - დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან ამავე კათედრის გამგე და თსსუ N1 კლინიკის დირექტორია. 1998 წლიდან არის თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი სამკურნალო დარგში.
ნ. ემუხვარი არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმის, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს 96 სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. 
ნ. ემუხვარი არის ჯანდაცვის ფრიადოსანი, ღირსების ორდენის კავალერი.