Nuk
აცეროლა / Acerola


არკოვიტალ აცეროლა 1000 საღეჭი ტაბ. #30

 

შემადგენლობა:

1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ აცეროლას ნაყოფის (Malpighia glabra) ფხვნილს, რომელშიც შედის 170 მგ ვიტამინ C.

დამატებითი ნივთიერებები: სორბიტოლი, ქსილიტოლი (ბურღულეულისგან მიღებული), ფრუქტოზა, საქაროზა, შეფერილობისთვის -  წითელი ჭარხალი, ბუნებრივი არომატიზატორები, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული ზეთებისგან მიღებული), სტევიოლის გლიკოზიდები (STEVIA REBAUDIANA).

არ შეიცავს ხელოვნურ ვიტამინ C-ს და სხვა ქიმიურ ინგრედიენტებს, მათ შორის ტიტანის დიოქსიდს.

100% ორგანული პროდუქტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აცეროლა (ბარბადოსული ალუბალი) მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. არკოვიტალ აცეროლას 1000 მგ საღეჭ დაბლეტში 5-ჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე 1 ცალ ფორთოხალში. ამასთანავე აცეროლას შემადგენლობაში შემავალ C ვიტამინს აქვს გაცილებით მაღალი ბიოშეღწევადობა და ძლიერი მოქმედება, ვიდრე ხელოვნურად წარმოებულ ასკორბინის მჟავას  - ორგანიზმის დღიური ნორმის დასაკმაყოფილებლად საკმარისია აცეროლას 2-3 კენკრის მიღება.

გარდა C ვიტამინისა, აცეროლა დიდი რაოდენობით შეიცავს:  რეტინოლს (A ვიტამინს), რაც აუცილებელია მხედველობის სიმახვილის შესანარჩუნებლად, კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის;  B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში; მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, მაგნიუმს, სელენს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემებზე.

მდიდარი შემადგენლობის წყალობით აცეროლას აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები - იგი ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმდებას ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

 

ჩვენებები:
სეზონური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
იმუნური სისტემის გაძლიერება ხშირად მოავადე ადამიანებში
ხანგრძლივი და მძიმე დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა

 

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვები 6-დან 15 წლამდე: ნახევარი ტაბლეტი დღეში.

15 წლიდან - 1 ტაბლეტი დღეში.

შესაძლებელია ტაბლეტის დაღეჭვა ან დალევა წყლის მიყოლებით.

არკოვიტალ აცეროლას მიღება უმჯობესია დილით.

 

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება 6 წლის ასაკიდან;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

პროდუქტი შეიცავს პოლიოლებს, რის გამოც გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.

 

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა:  30 საღეჭი ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.

 

 

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი

 

სად შევიძინოთ?