Nuk
აციკი / Acic

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Hexal
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 5% კრემი 2 გ ტუბში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
100გ კრემი შეიცავს 5 გ აციკლოვირს.
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცერინის მონოსტეარატი, პოლიოქსიეთილენის-30-სტეარატი, ცეტილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, დიმეტიკონი 350, პარაფინი, თეთრი ვაზელინი, გასუფთავებული წყალი. 
ფორმა:
კრემი 5%

ფარმაკოლოგიური თვისებები
აციკლოვირი წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც პურინის ჯგუფის ნუკლეოზიდის სინთეზური ანალოგია. მისთვის დამახასიათებელია ადამიანის ჰერპესის ვირუსის ინჰიბირება in vitro da in vivo, Herpes simplex (HSV) 1 და 2 ტიპის ვირუსის ჩათვლით,Varicella zoster (VZV) ვირუსი, ეპშტეინ-ბარის (RBV) და ციტომეგალოვირუსი ვირუსი CMV). უჯრედულ კულტურაში აციკლოვირი HSV-1 ვირუსის მიმართ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტივირუსული აქტივობით, ხოლო შემდგომი აქტივობით -HSV-2, VZV, EBV, და CMV ვირუსების მიმართ.
ჰერპესის ვირუსებზე (HSV-1 HSV-2, VZV, EBV, CMV) აციკლოვირის მოქმედება მაღალი ამორჩევითი თვისებებით ხასიათდება.
აციკლოვირი არ წარმოადგენს არაინფიცირებული უჯრედების ფერმენტ ტიმიდინკინაზის სუბსტრატს, რის გამოც იგი ნაკლებად ტოქსიურია მწერების უჯრედებისათვის.
HSV,VZV,EBV, და CMV ვირუსებით ინფიცირებული უჯრედების ტიმიდინკინაზა აციკლოვირს გარდაქმნის აციკლოვირ მონოფოსფატად-ნუკლეოზიდის ანალოგი, რომელიც შემდგომში უჯრედის ფერმენტების საშუალებით გარდაიქმნება დიფოსფატად და ტრიფოსფატად. აციკლოვირის ტრიფოსფატის ჩართვა ვირუსული დნმ-ის ჯაჭვში და ჟაჭვის შემდგომი გაწყვეტა იწვევს ვირუსული დნმ-ის რეპლიკაციის ბლოკირებას.
მკვეთრად გამოხატული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში აციკლოვირით ხანგრძლივი და განმეორებითი მკურნალობა იწვევს რეზისტენტული შტამების წარმოქმნას, რის გამოც პრეპარატით მკურნალობის შემდგომი გაგრძელება არაეფექტურია.
აციკლოვირის მოქმედებით HSV ვირუსის შტამებზე in vitro იწვევს აგრეთვე რეზისტენტული შტამების წარმოქმნას.
in vitro დადგენილი არ არის კორელაცია აციკლოვირის მიმართ HSV ვირუსის მგრძნობიარე შტამებსა და პრეპარატის კლინიკურ ეფექტურობას შორის.

ჩვენებები
Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსებით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა, მათ შორის ტუჩის ჰერპესი.

მიღების წესები და დოზები
კრემი დაიტანება დაუზიანებელ კანზე 5-ჯერ დღეღამეში 4სთ-იანი ინტერვალით.
ტუჩის ჰერპესის მკურნალობა გრძელდება არა უმცირეს 5 დღე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში-10 დღემდე.

გვერდითი მოვლენები
დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ მალე ქრება.
ადგილობრივი რეაქციები: კრემის ხანგრძლივად გამოყენებისას მისი წასმის ადგილზე შესაძლებელია კანის აქერცვლა, ცალკეულ შემთხვევებში- ლორწოვანი გარსის ლოკალური გაღიზიანება, წვის შეგრძნება და ტკივილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის ან მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის ან მასში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილე:
აციკის კრემი განსაკუთრებით ეფექტურია ტუჩის ჰერპესის რეციდივის პროფილაქტიკისათვის. კრემის წასმა პირის, თვალის და გენიტალიუმის ლორწოვან გარსზე მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი გაღიზიანების გამო რეკომენდებული არ არის.
კრემი შედგება სპეციალურად მომზადებული ფუძისაგან, რომლის განზავება ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში მისი ფუძედ გამოყენება ნებადართული არ არის.
პრეპარატით მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. პრეპარატი მეტად ეფექტურია შეუცვლელი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი ორსულებს ენიშნებთ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შიდსის ვირუსით გამოწვეული ინფექციების დროს პრეპარატისა და ზიდოვუდინის კომბინაციით, აღნიშნული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, არაუმეტეს 2-25oC ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?