Nuk
აქსიომინი / Acksiomin

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): selenium
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ACONITUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლიტვა
  • გამოშვების ფორმა: 200 მკგ კაფსულა №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 200 მკგ სელენს.


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტ, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

აქსიომინი ბუნებრივი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელსაც საუკეთესოდ ითვისებს ორგანიზმი.

სელენი საციცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმზე რადიაციული ფაქტორების მავნე ზემოქმედებას.

სელენი უცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ან პირიქით, ფუნქციის პათოლოგიური გაძლიერება იოდის ნაკლებობის გარდა, გამოწვეულია სელენის დეფიციტით. ამიტომ სელენის მიღება ისევე აუცილებელია, როგორც იოდის.

სელენი ასევე დადებით გავლენას ახდენს რეპროდუქციული სისტემის აქტიურ ფუნქციონირებაზე: ზრდის  სპერმატოზოიდების მოძრაობით აქტივობას,  მონაწილეობს განაყოფიერების პროსესში, ამცირებს თვითნებური აბორტის რისკს.

სელენი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  მხედველობის ორგანოს, კანის, თმოვანი საფარველის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

გამოყენების ჩვენება:

-       არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით

-       ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ

-       მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს

-       აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

-       სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

-       არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს;

-       იოდდეფიციტის დროს.

-       სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.


გამოყენების წესი და დოზირება:

აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.

პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში 1 - 3 თვის განმავლობაში


რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.

 

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.


განსაკუთრებული
მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.

 

უკუჩვენება:

პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.


ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:

გავლენას არ ახდენს.


გამოშვების ფორმა:

№30, კაფსულა ბლისტერზე.


შენახვის პირობა:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

სად შევიძინოთ?