აკნე ფილი / Acne Pill
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
 - კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები ფერიმჭამელების მკურნალობისათვის
 - მწარმოებელი კომპანია: LomaLux
 - მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
 - გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტი # 60
 - გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
 
    
                            შემადგენლობა:
Kali Bromatum 1X,
Natrum Bromatum 1X,
Zincum Sulphuricum 1X,
Niccolum Sulphuricum 1X.
დამხმარე ინგრედიენტები: მაგნიუმის სტეარატი,
მალტოდექსტრინი, ბუნებრივი მოცვის არომატი, საქაროზა.
ჩვენებები :
აკნე;
როზაცეას სიმპტომები.
უკუჩვენება :
თირკმლის დაავადებები;
10 წლამდე ასაკის ბავშვები;
ორსულობა და ლაქტაცია.
სიფთხილით გამოიყენება :
ნიკელის სამკაულების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
დოზირება:
დოზირება ხდება წონის გათვალისწინებით.
 23 - 45 კგ  ....................... 1 ტაბლეტი ყოველდღიურად
45 - 68  კგ .....................  2 ტაბლეტი ყოველდღიურად
68 - 90  კგ .....................  3 ტაბლეტი ყოველდღიურად
90 კგ ზე ზემოთ  ........... 4 ტაბლეტი ყოველდღიურად
მიღების წესი :
მიიღება 1-ჯერ დღეში.
საღეჭი ტაბლეტი 1-2 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ პირის ღრუში.
მაქსიმალური ეფექტურიობისთვის 10 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და არ დააყოლოთ სითხე
მკურნალობის რეკომენდებული კურსი: 2-4 კვირა.
დოზის გაზრდა შესაძლებელია 50 % -ით თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდება 1 კვირის შემდეგ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას