Nuk
აქტიკარბინი / Acticarbine


 

შემადგენლობა: აქტივირებული მცენარეული ნახშირი 70 მგ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი 14 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: ალგინის მჟავა, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, თხევადი გლუკოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, შელაკი, ტალკი, აკაცია, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბას ცვილი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავური ადსორბენტი, ანტისპაზმური (A: საჭმლის მომნელებელი სისტემა  და მეტაბოლიზმი)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქტიკარბინი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც  ამცირებს შებერილობას და ნაწლავის კედლის დაჭიმულობას, აღადგენს ნაწლავებში ნორმალურ ტრანზიტს, აუმჯობესებს პანკრეასის წვენის გამოყოფას, აძლიერებს შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგებას,  ხსნის მუცლის ტკივილს. აქტიკარბინი ახდენს აირების და ტოქსიური ნივთიერებების მაქსიმალურ აბსორბციას და ევაკუაციას.

 

ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური  დარღვევების დროს, განსაკუთრებით როცა მა თან ახლავს მუცლის შებერილობა და მეტეორიზმი.
კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების სიმპტომური მკურნალობა
- შებერილობა, მეტეორიზმი, ნაწლავის სპაზმი
- ფუნქციური მუცლის ტკივილი
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- კვებითი ინტოქსიკაცია
- ნაწლავური ინფექციები
- მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ინსტრუმენტული და ულტრაბგერითი გამოკვლევებისთვის მზადება

 

სიფრთხილის ზომები:

არ მიიღოთ აქტიკარბინი, თუ ხართ ალერგიული ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ორსულობისას, როგორც წესი, ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ ინიშნება. რჩევისთვის მიმართეთ  თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატების მიღება და გამოყენება

ეს პრეპარატი შესაძლოა ამცირებდეს სხვა მედიკამენტების აბსორბციას, ამიტომ ეს უკანასკნელები უნდა დაინიშნოს აქტიკარბინის მიღებიდან  არანაკლებ 2 საათის შემდეგ.

ორსულობა:  ექიმის რეკომენდაციით.

ძუძუთი კვება: მოერიდეთ ამ  პრეპარატის მიღებას ძუძუთი კვების დროს. ზოგადად, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის საყურადღებოა ძილიანობის რისკი, აქტიკარბინის შემადგენლობაში  პაპავერინის  არსებობის გამო.

დოზირება და მიღების წესი :

1 ან  2 ტაბლეტი საკვების მიღებამდე  დღეში 3-ჯერ. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად,  ჭიქა წყლის მიყოლებით.

თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი აქტიკარბინის ტაბლეტი, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

არ არის აღწერილი ზედოზირების შემთხვევები ამ მედიკამენტზე. ძალიან მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში, პაპავერინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, სისუსტე, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, მხედველობის გაორება, მომატებული ოფლიანობა, სახის სიწითლე, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა და სინუსური ტაქიკარდია.

შესაძლო გვერდითი ეფექტები: როგორც ყველა მედიკამენტმა, აქტიკარბინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში, შესაძლოა განავლის ფერის ცვლილება.

აქტიკარბინის ტაბლეტების შენახვის წესი:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ აქტიკარბინი კოლოფზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

სად შევიძინოთ?