Nuk
აგრეგანი / Agregan


შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური

ნივთიერების - აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ, 100 მგ ან 150 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასას), ანტიაგრეგანტი.

აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას

შეუქცევად ინაქტივაციასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინებისა და

თრომბოქსანის სინთეზის დათრგუნვას. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით

აგრეგანი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს.

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები ხელს უშლიან აქტიური ნივთიერების

კუჭში აბსორბციას და ამასთან, მნიშვნელოვნად ამცირებენ აცეტილსალიცილის მჟავას

ულცეროგენულ მოქმედებას.

ფარმაკოკინეტიკა

Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს

უკავშირდება 80-85%. ელიმინაცია ხდება მეტაბოლიტებისა და შეუცვლელი სახით

თირკმლების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენება

- არასტაბილური სტენოკარდია;

- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია,

არტერიული ჰიპერტენზია, მოწევა, ასაკოვანი პაციენტები) მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;

- მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;

- გულის იშემიური დაავადების ფონზე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის შემცირება;

- სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ: აორტო-კორონარული შუნტირება,

ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);

- ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;

- კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა.

უკუჩვენება

- აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

- ჰემორაგიული დიათეზი;

- მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;

- სალიცილატების ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;

- “ასპირინული ტრიადა”;

- ორსულობის I და III ტრიმესტრი;

- ლაქტაციის პერიოდი;

- 18 წლამდე ასაკი.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატის მიღება ორსულობის II ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე

პაციენტებში, ანამნეზში - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე

მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულწყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.

აცეტილსალიცილის მჟავამ წინასწარგანწყობილ პაციენტებში (ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფის დარღვევით) შესაძლოა პოდაგრის გამწვავება გამოიწვიოს.

პრეპარატის დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით.

დოზის გადაჭარბება

სალიცილატური ინტოქსიკაცია შესაძლებელია განვითარდეს როგორც ხანგრძლივი დროით

პრეპარატის არასწორი თერაპიული დოზით მიღებისას (ქრონიკული ინტოქსიკაცია), ასევე

ერთჯერადად ტოქსიკური დოზის მიღებისას (მწვავე ინტოქსიკაცია).

ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიურია, ხშირად დიაგნოსტირება რთულია და დამოკიდებულია პროცესის სიმძიმეზე.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაციის სიმპტომებია: ტაქიპნოე; ჰიპერვენტილაცია,

რესპირატორული ალკალოზი, მომატებული ოფლიანობა, ღებინება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება,

ფორსირებული ტუტოვანი დიურეზი და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

საშუალოდან მძიმე ინტოქსიკაციამდე სიმპტომებია: რესპირატორული ალკალოზი,

ჰიპერპირექსია, სუნთქვის დარღვევა, დარღვევები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრიდან,

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, ხმაური

ყურებში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ჰემატოლოგიური დარღვევები,

ნევროლოგიური დარღვევები

მკურნალობა: ჰოსპიტალიზაცია და გადაუდებელი თერაპია: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული

ნახშირის მრავალჯერადი მიღება, ფორსირებული ტუტოვანი დიურეზი, ჰემოდიალიზი და

წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა. სიმპტომური თერაპია.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის I და III ტრიმესტრში პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

მაღალი დოზით სალიცილატების მიღება ორსულობის სხვადასხვა პერიოდში იწვევს ნაყოფის

დეფექტურ განვითარებას და უარყოფით გავლენას ახდენს მშობიარეზე. ორსულობის II

ტრიმესტრში, პრეპარატის დანიშვნისას, მკაცრად უნდა იყოს გათვალისწინებული რისკისა და სარგებლის ბალანსი.

სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ პრეპარატის

ხანგრძლივი დროით ან მაღალი დოზით დანიშვნის შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

აგრეგანის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე არ

არის დადგენილი. გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

აგრეგანი აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და

ანტითრომბოციტული პრეპარატების (მათ შორის ტიკლოპიდინის), ანთების საწინააღმდეგო

არასტეროიდული საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების,

მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის

ულცეროგენული მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.

აგრეგანი აქვეითებს დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი),

ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების

(პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატების და აგრეგანის

კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

დოზირება და მიღების წესი

- მრავლობითი რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკის

მიზნით რეკომენდებულია 75-150 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით;

- არასტაბილური სტენოკარდიის დროს მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის

პროფილაქტიკისათვის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტვინის სისხლის

მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება

75-300 მგ აგრეგანი. თანამოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 75-100 მგ აგრეგანის დანიშვნა;

- კორონარული არტერიების თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით

რეკომენდებული დოზა შეადგენს 75-200 მგ/დღეში ან 300 მგ დღეგამოშვებით.

აგრეგანი ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

აგრეგანი, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით

მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი-ექიმი.

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქცია: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი. წინასწარგანწყობილ პაციენტებში – ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრალურ არეში,

გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: გაძლიერებული სისხლდენა, იშვიათად - ანემია (კუჭ-ნაწლავის

სისტემაში ფარული სისხლდენით განპირობებული).

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი.

აგრეგანი აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობით შემცველობის გამო, მთლიანობაში კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ერთეულ შემთხვევაში ვითარდება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 75 მგ, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

ტაბლეტი 100 მგ, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

ტაბლეტი 150 მგ, 30 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.


აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

სად შევიძინოთ?