Nuk
ალცება / Alceba


ფარმაკოლოგიური თვისებები:

ალცება მიეკუთვნება ე.წ. დემენციის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს. ალცჰაიმერის დაავადებისას მეხსიერების დაკარგვა გამოწვეულია თავის ტვინში იმპულსების გადაცემის დარღვევით. თავის ტვინში არის . N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორები, რომლებიც მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, რაც აუცილებელია სწავლისათვის და დამახსოვრებისათვის. ალცება მიეკუთვნება N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორების ანტაგონისტების ჯგუფის პრეპარატებს. ის მოქმედებს N-მეთილ-D-ასპარატის რეცეპტორებზე, რომლებიც აუმჯობესებენ ნერვული იმპულსების გადაცემას და მეხსიერებას.

 

ჩვენებები:

ალცება გამოიყენება საშუალო ან მძიმე ფორმის ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

 

ალცებას მიღებამდე:

არ მიიღოთ ალცება, თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) მემანტინის ჰიდროქლორიდის, ან ალცებას ტაბლეტბის სხვა კომპონენტების მიმართ.

 

გამოიჩინეთ ყურადღება ალცებას მიღებისას
-
თუ ანამნეზში გაქვთ ეპილეფსიური შეტევები
-
თუ ბოლო დროს გადაიტანეთ მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), ან თუ გაქვთ გულის შეგუბებითი უკმარისობა, ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია (მაღალი წნევა

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
ალცებამ განსაკუთრებით შესაძლოა შეცვალოს შემდეგი პრეპარატების ეფექტი და მათი დოზის რეგულირება უნდა მოხდეს ექიმის მიერ:
ამანტადინი, კეტამინი, დექსტრომეტორფან დანტროლენი, ბაკლოფენ ციმეტიდინი, რანიტიდინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, ნიკოტინ ჰიდროქლოროთიაზიდთან (ან ნებისმიერი კომბინაცია ჰიდროქლოროთიაზიდებთან), ანტიქოლინერგული საშუალებები (სუბსტანციები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მოძრაობის დარღვევების, ან ნაწლავების სპაზმის სამკურნალოდ), ანტიკონვულსანტები (სუბსტანციები, რომლებიც გამოიყენება შეტევების პრევენციისა და შემსუბუქებისათვის), ბარბიტურატები (სუბსტანციები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ძილის მოსაწესრიგებლად), დოპამინერგული აგონისტები (ისეთი სუბსტანციები როგორებიცაა L-დოპა, ბრომოკრიპტინი), ნეიროლეფსურები (სუბსტანციები, რომლებიც გამოიყენება მენტალური დარღვევების სამკურნალოდ), პერორალურად მისაღები ანტიკოაგულანტები.
თუ წახვალთ საავადმყოფოში აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ალცებას.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს, ან ფარმაცევტს.
უთხარით ექიმს თუ ხართ ორსულად, ან თუ აპირებთ დაორსულებას. მემანტინის გამოყენება არ არის რეკომედირებული ორსულობისას.
ალცებას მიღების დროს ქალებმა თავი უნდა აარიდონ ძუძუთი კვებას.

 

მიღების წესი და დოზირება:

ალცებას რეკომენდირებული დოზა მოზარდებსა და ხანდაზმულ პაციენტებში შეადგენს 20მგ ერთჯერ დღეში. გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკის შესამცირებლად ეს დოზა მიიღწევა თანდათანობით მკურნალობის შემდეგი სქემის შესაბამისად:

კვირა 1

0.5 x 10მგ ტაბლეტი

კვირა 2

10მგ ტაბლეტი

კვირა 3

1.5 x 10მგ ტაბლეტი

კვირა 4 და შემდე

2 x 10მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში

 

ჩვეული საწყისი დოზა არის ნახევარი ტაბლეტი ერთხელ დღეში (1 x 5მგ) პირველი კვირის განმავლობაში. ეს დოზა იზრდება ერთ ტაბლეტამდე (1 x 10მგ) მეორე კვირას ერთჯერ დღეში და მესამე კვირას ინიშნება ერთნახევარი ტაბლეტი ერთჯერ დღეში. მეოთხე კვირიდან დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს ერთჯერ დღეში (1 x 20მგ).

ალცება უნდა მიიღოთ პერორალურად ერთჯერ დღეში. პრეპარატის ეფექტის გამოსავლენად ის უნდა მიიღოთ ყოველდღიურად ერთიდაიმავე დროს. ტაბლეტებს მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი. პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მისგან დამოუკიდებლად.

 

თუ მიიღეთ ალცებას საჭიროზე მეტი დოზა
-
ზოგადად ალცებას დოზის გადაჭარბება არ იწვევს რაიმე სახის ზიანს. შესაძლოა მომატებულად გამოვლინდეს ნაწილში 4 - “შესაძლო გვერდითი მოვლენები” - აღწერილი გვერდითი მოვლენების სიმპტომები.
-
თუ მიიღეთ ალცებას ზედმეტად დიდი დოზა, მიმართეთ ექიმს, ან მიიღეთ სამედიცინო რჩევა, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

თუ დაგავიწყდათ ალცებას მიღება
-
თუ დაგავიწყდათ ალცებას მიღება დაიცადეთ შემდეგი დოზის მიღების დრომდე და მიიღეთ მომდევნო დოზა რეჟიმის მიხედვით.
-
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ამ პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

შესაძლო გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად ალცებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, ძილიანობა, კონსტიპაცია, თავბრუსხვევა და მაღალი წნევა არის ხშირი გვერდითი მოვლენები. იშვიათად: დაღლილობა, სოკოვანი დაავადებები, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულის უკმარისობა 

სად შევიძინოთ?