ალოფერის სიროფი / Aloferi Syrup


შემადგენლობა

რკინის (II) სულფატი - 0,962გ რკინის შემცველობით;
განზავებული ქლორწყალბადმჟავა - 1,95გ;
ასკორბინის მჟავა - 0,52გ;
ალოეს წვენის სიროფი - 130გ-მდე; 
(1 მლ სიროფი შეიცავს 9,62მგ რკინას);
ალოეს წვენი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: 
ანტრაცენწარმოებულებს (ალოე-ემოდინი, ალოინი, ალოინოზიდი), მწარე გლიკოზიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რკინის (II) სულფატი:
- რკინა არის ჰემის სტრუქტურული ელემენტი;
- აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის;
- შედის მიოგლობინის, რიგი ფერმენტების შემადგენლობაში;
- დეპონირდება ორგანიზმში.
ასკორბინის მჟავა:
- განაპირობებს სამვალენტიანი რკინის ორვალენტიან იონურ რკინად აღდგენას;
- აუმჯობესებს საკვებიდან რკინის შეწოვას;
- არეგულირებს კაპილარების განვლადობას;
- უზრუნველყოფს კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზს;
- მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;
ალოეს წვენის სიროფი:
- აქვს ბაქტერიციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
- შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს;
- აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ;
- აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსების რეგენერაციულ პროცესებს;
ქლორწყალბადმჟავა :
- აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან რკინის შეწოვას.

ჩვენებები
- სხვადასხვა ეთიოლოგიის რკინადეფიციტური (ჰიპოქრომული) ანემიები;
- გაზრდილი მოთხოვნილება რკინაზე (პრე- და პუბერტატული ასაკი, ლაქტაციის პერიოდი);
- რკინის და ვიტამინების ალიმენტური დეფიციტი.

მიღების წესები და დოზები
პერორალურად. 
მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლის ზემოთ: 1 _ 2 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 50მლ წყალში 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. 
ბავშვებში 3 წლამდე: პრეპარატის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად სხეულის წონის გათვალისწინებით. იხ. ცხრილი;
ალოფერის სიროფის სადღეღამისო დოზები ბავშვის წონის მიხედვით:

ბავშვის წონა კგ-ში3-4კგ5-6კგ7-8კგ9-10კგ11-12კგ13-14კგ15-16კგ
სადღეღამისო დოზა მლ-ში0,5-0,6მლ0,7-0,9მლ1,0-1,2მლ1,3-1,7მლ1,8-2,0მლ2,1-2,2მლ2,3-2,5მლ
სადღეღამისო დოზა წვეთებში15-18წვთ21-27წვთ30-36წვთ39-51წვთ54-60წვთ63-66წვთ69-75წვთ

სიროფის დოზა გადანაწილდება 2-3 მიღებაზე. 
ბავშვებში 3 წლიდან 6 წლამდე: ნახევარი ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
ბავშვებში 6 წლიდან 14 წლამდე: 1 ჩაის კოვზი სიროფი გახსნილი 30მლ წყალში 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 8-12 კვირა.
პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი! 
პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდირებულია 200მლ-მდე წყლის მიყოლება.

გვერდითი მოვლენები
ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, ტაქიკარდია, გამონაყარი კანზე. მკურნალობის პერიოდში საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.

უკუჩვენება
- სხვა ეთიოლოგიის ანემიები;
- ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი;
- კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
- ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი;
- დიფუზური გლომერულონეფრიტი;
- ორსულობა. 
- შაქრიანი დიაბეტი.
შენიშვნა: პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლე¬ბე¬ლია გამოიწვიოს ორგანიზმის კალიუმით გაღარიბება და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარა¬ტე¬ბის მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითარების რისკი.
უნდა ვერიდოთ ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებ¬თან, პენიცილინამინებთან, ანტაციდურ პრეპარტებთან დანიშვნას, რადგან მცირდება რკინის შეწოვის პროცესი.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა ურეცეპტოდ.