Nuk
ამიაკის ხსნარი 10% / Ammonia solution

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ammonium hydroxide
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ეუბიოტიკები
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 10% ხსნარი 10მლ ფლაკონი #1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ამიაკი 10 მლ, გამოხდილი წყალი 100 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამიაკის ხსნარის მოქმედება განპირობებულია მის ადგილობრივად გამაღიზიანებელ თვისებაზე: აღიზიანებს ზემო სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს, რაც იწვევს სისხლძარღვთა და სასუნთქი ცენტრის რეფლექტორულ სტიმულაციას, შესაბამისად სუნთქვის გაძლიერებას და არტერიალური წნევის აწევას. მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება. 
ამიაკის ხსნარისშიგნით მიღებისას აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ღებინებას. იწვეწს სასუნთქი გზების გააქტიურებას და ხელს უწყობს ამოხველებას. გამოირჩევა ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით. 
მწერების ნაკბენეზე იხმარება საფენების სახით.

ჩვენებები
იყენებენ, როგორც გადაუდებელ საშუალებას სასუნთქი ცენტრის აგზებისათვის და ავადმყოფთა გამოსაყვანად უგონო მდგომარეობიდან, რისთვისაც პრეპარატში დასველებული ბამბის ან დოლბანდის პატარა ნაჭერი მიაქვთ ცხვირის ნესტოებთან (0,5-1,0 წმ). მწერების ნაკბენისას გამოიყენება გარეგანი საფენის სახით. ქირურგიულ პრაქტიკაში იხმარება ხელების დასაბანად (25 მლ პრეპარატი 5 ლ თბილ ანადუღარ წყალში). ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებით და კარგად ასუფთავებს კანს.

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად ამოსაღებინებელი საშუალების სახით (5-10 წვეთი 100 მლ წყალში).

გვერდითი მოვლენები
განუზავებელი ხსნარის მიღება იწვევს საყლაპავისა და კუჭის დამწვრობას.

უკუჩვენება
ამიაკის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია დერმატიტების, ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ არის გამოვლენილი.
გამოყენების თავისებურებები: არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება
მაღალი კონცენტრაციით შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იწვევს მჟავების ნეიტრალიზებას.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები: გრილ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?