Nuk
ამპიცილინის ტრიჰიდრატი / Ampicillin trihydrate


ფარმაკოლოგიური თვისებები

ამპიცილინის ტრიჰიდრატი ნახევრადსინთეზური პენიცილინია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია გრამდადებითი (Staphylососсus, სხვადასხვა სახეობის Streptососсus, მათ შორის S. faecalis) და უმეტესობა გრამუარყოფითი (E. Coli, Salmonella, Shigelia, P. mirabilis, Hinfluenzae, N. gonorrhoeae, N. meningitides, ზოგიერთი შტამები KL. pneumoniae ზოგიერთ შტამებზე) მიკროორგანიზმების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
შინაგანად მიღებისას ჩქარი და მაღალი აბსორბცია, ბიოშეღწევადობა-40%. პერორალური მიღებისას ТС მაქს 500მგ-2 სთ-ში. C მაქს-3-4 მკგ/მლ, ცილებთან კავშირი 20%. T1/2½-1-2 სთ. თანაბრად ნაწილდება ორგანიზმის ორგანოებში და ქსოვილებში, თერაპიული კონცენტრაციით აღინიშნება პლევრალურ სითხეში, პერიტონეალურ, ამნიოტურ და სინოვიალურ სითხეებში, შარდში, ნაწლავების ლორწოვან გარსში, ძვლებში, ნაღვლის ბუშტში, ფილტვებში, ქალის სასქესო ორგანოებში, ნაღველში, ბრონქიალურ სეკრეტში, ნერწყვში, ნაყოფის ქსოვილებში და სხვა. ძნელად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში (შეღწევადობა იზრდება ტვინის ქერქების ანთების დროს).
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (70-80%).

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება სასუნთქი გზების (პნევმონია, ბრონქიტი, ანგინა); შარდ და ნაღველგამომყოფი გზების (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისა და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
შინაგანად: მოზრდილებს 0,25გ (1 ტაბლეტი) 4-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 0,5-1სთ-ით ადრე, მცირე რაოდენობის წყლით, აუცილებლობისას დოზას ზრდიან 3გ-მდე დღეში (12 ტაბლეტი).
20კგ-ზე და ნაკლები წონის ბავშვებს 50-100მგ/კგ დღე-ღამეში 4 მიღებაზე, 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს 250-500მგ (1 ან 2 ტაბლეტი) 4-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, 5-10 დღიდან 2-3 კვირამდე, ქრონიკული პროცესების დროს რამოდენიმე თვე.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კონიუქტივიტი, რინიტი, კვინკეს შეშუპება, სტომატიტი, გასტრიტი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ნეფრიტი და სხვა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ, სიფრთხილით ღებულობენ ღვიძლის უკმარისობის, ბრონქიალური ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების დროს.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიობის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?