Nutricia
ანდროზიტოლი პლუსი / Andrositol Plus

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: LO.LI. Pharma International
  • მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
  • გამოშვების ფორმა: პაკეტი #14
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

მიო-ინოზიტოლი - 1000 მგ;

N-აცეტილცისტეინი - 600 მგ;

ალფა – ლაქტალბუმინი - 25 მგ;

L – კარნიტინი - 30 მგ;

L – არგინინი - 30 მგ;

ვიტამინი E – 30 მგ;

ფოლიუმის მჟავა - 200 მკგ;

სელენი - 55 მკგ.

 

ანდროზიტოლი პლუსი არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით, სასარგებლო ნუტრიენტების დამატებითი მიღების უზრუნველსაყოფად, საკვებიდან შემცირებული მიღების ან გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში. სელენი უზრუნველყოფს ნორმალურ სპერმატოგენეზს. გარდა ამისა, სელენი და ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ანდროზიტოლი პლუსი არ შეიცავს შაქარს.


რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ანდროზიტოლი პლუსის თითოეული კომპონენტი?

მიო-ინოზიტოლი: იგი არის სათესლე სითხეში ფიზიოლოგიურად არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიო-ინოზიტოლი ჩართულია სპერმატოზოიდის მოძრაობის და მომწიფების პროცესში ისევე როგორც უზრუნველყოფს ნორმალურ მორფოლოგიას. მიო-ინოზიტოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რიგი ჰორმონების, მათ შორის FSH-ის და ინსულინის მეორადი მესენჯერი და ამით პოზიტიურად მოქმედებს რეპროდუქციული და მეტაბოლური ფუნქციების აღდგენაში. არის სპერმატოზოიდების მომწიფებისა და მოძრაობის, მათი კარგი მორფოლოგიისათვის აუცილებელი კომპონენტი.

N-აცეტილცისტეინი: იგი ხასიათდება მუკოლიზური აქტივობით და საჭიროა სპერმის მაღალი ვისკოზურობის დროს. მისი საშუალებით სპერმატოზოიდს აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი.

ვიტამინი E: იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

L – კარნიტინი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, განსაკუთრებით სათესლის და ეპიდიდიმალურ დონეზე.

L – არგინინი: არის უჯრედების დაყოფის პროცესში ჩართული მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მომწიფებას.

ალფალაქტალბუმინი: იგი არის რძის შრატის პროტეინი. ალფა-ლაქტალბუმინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან ნივთიერებების, მათ შორის ინოზიტოლის, შეწოვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს ოპტიმალური, ფიზიოლოგიური ნაწლავური მიკროგარემოს აღდგენას.

ფოლიუმის მჟავა: იგი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა უკავშირდება ჰიპერჰომოცისტეინემიასა და სუბფერტილურ მდგომარეობას.

სელენი: უზრუნველყოფს ნორმალურ სპერმატოგენეზს.

როგორ მიიღება ანდროზიტოლი პლუსი?

რეკომენდირებულია დღეში ერთი პაკეტის მიღება. უმჯობესია არ დაამთხვიოთ კვებას. გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში (200 მლ)

 

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მისცეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს. შეინახეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულ დოზირებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი. ის შეიცავს რძის პროტეინს. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას. ვადა მითითებულია კოლოფზე.

 

არ შეიცავს შაქარს

შეფუთვა: 14 პაკეტი