Nuk
ანტი-ქოლესტერინი / HealthAid

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: HEALTHAID
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: მცენარეული წვეთები 50მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

რეკომენდებულია: ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

რას წარმოადგენს HealthAid-ის ქოლესტეროლის ფორმულა?

HealthAid თხევადი მცენარეული ნაკრები უმაღლესი ხარისხის ველურად ან კულტივირებული გზით მოპოვებული ნედლეულისგან მზადდება, რომელიც სპეციალურად მუშავდება, რათა შენარჩუნებულ იქნას მისი სისუფთავე და მაღალი ეფექტურობა. მცენარეთა კულტივირება ქიმიკატების, კონსერვანტების, ჰერბიციდების, პესტიციდების, ფუნგიციდებისა და დასხივების გარეშე ხდება. HealthAid-ს ქოლესტერინის ფორმულა ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობს ხელს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას და ცხიმების მეტაბოლიზმს აძლიერებს.

რისთვის გამოიყენება HealthAid-ის ქოლესტეროლის ფორმულა?

- გულის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალიზებისთვის

- ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს

- სისხლში ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის შესამცირებლად

- გულისა და თავის ტვინის სისხლმომარაგების გასაუმჯობესებლად, გულის კუნთის შეკუმშვების გასაძლიერებლად და არტერიული წნევის შესამცირებლად

- რელაქსაციისთვის; არტერიების გაფართოვებისთვის და სისხლძარღვების კედლების გაძლიერებისთვის

- ანტიოქსიდანტური მოქმედება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან დაცვა

ვისთვის არის სასარგებლო ქოლესტეროლის ფორმულა?

ქოლესტეროლის ფორმულა შეიძლება სასარგებლო იყოს:

- სისხლში ქოლესტერინის და ლიპიდების მაღალი დონის მქონე პირებისთვის

- მაღალი წნევის მქონე პირებისთვის

- მათთვის, ვისაც გულის ფრიალი, სტენოკარდია და ტაქიკარდია აწუხებს

- მათთვის, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები და დაბალი მეტაბოლიზმი 

ხარისხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას

შემადგენლობა

50მლ შეიცავს

კუნელის კენკრა (Crataegus laevegata)

25.0მლ

ცაცხვის ყვავილები (Tilia Europea)

25.0მლ

ნიორი (Allium sativa)

0.1მლ

 

** შესაფერისია ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის (მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის)

გამოყენების წესი: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი (1მლ) მცირე რაოდენობის თბილ წყალთან და სასმელთან ერთად. შეიძლება დღეში ორჯერ მიღება. კვალიფიციური ექიმის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. 

გაფრთხილება:

- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად

- სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული

- ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, თხევადი მცენარეული ნარევის გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის

- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?