Nuk
ანტიპარკინი / ANTIPARKIN


შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზა, სახამებელი, პოლოვინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიპარკინი შეიცავს დოპამინის მეტაბოლურ წინამორბედს ლევოდოპას, რომელსაც დოპამინისგან განსხვავებით შესწევს უნარი გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და კარბიდოპას, არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს. ლევოდოპა ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს თავის ტვინში დოპამინის დეფიციტის შევსების გზით ამასთან, ლევოდოპას დიდი ნაწილი გადაიქცევა დოპამინად ტვინის გარეთ და ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. თავის მხრივ პრეპარატში კარბიდოპას შემცველობა ამუხრუჭებს ლევოდოპას ექსტრაცერებრალურ დეკარბოქსილირებას და ამით მიიღწევა ლევოდოპას დიდი ნაწილის გადასვლა ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აღნიშნულის გამო თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა ლევოდოპას ნაკლები რაოდენობა, რაც ამ ნივთიერებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს ამცირებს.

ჩვენებები
ანტიპარკინი გამოიყენება პარკინსონის სინდრომისა და დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატი ავადმყოფს უმსუბუქებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს: პირველ რიგში რიგიდობას, ამცირებს ტრემორს, დისფაგიას. პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია პირიდოქსინის (ვიტამინი B6) შემცველი ვიტამინების ნაკრების მიღება. (სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს პრეპარატი არ გამოიყენება)

მიღების წესები და დოზები
ავადმყოფებისთვის, რომლებიც არ მკურნალობდენ ლევოდოპით საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით 2-3დღის შემდეგ ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
ავადმყოფებისთვის, რომლებიც მკურნალობდენ ლევოდოპით მინიმუმ 12 საათით ადრე უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპას წინა დოზის დაახლოებით 20%. თუ ავადმყოფი ლევოდოპას იღებდა დოფა-დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორებთან ერთად ანტიპარკინის მიღებამდე 24 საათით ადრე უნდა შეწყდეს მათი მიღება.
ოპტიმალურ დღიურ დოზას ადგენენ ინდივიდუალურად. ხშირად ეს დოზა შეადგენს 3-4 ტაბლეტს დღეში, მაგრამ დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 6 ტაბლეტს.

გვერდითი მოვლენები
ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კრუნჩხვის, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. იშვიათად ვლინდება ფსიქიური მოშლილობები: პარანოიდალური იდეები, დეპრესია. გულის რიტმის დარღვევა, ორთოსტატიური ჰიპერტენზია, გულისრევა, პირღებინება. პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს: - აზოტის და შარდოვანას მომატება სისხლში, - ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას ან იოდის რაოდენობის მომატება, რომელიც შეკავშირებულია პროტეინებთან. - იშვიათ შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუმბსის დადებითი სინჯი და ჰემოლიზური ანემია.

უკუჩვენება
დახურულკუთხოვანი გლაუცომა, ანტიპარკინი ასევე უკუნაჩვენებია ფეხმძიმობიას და ლაქტაციის პერიოდში.
ავადმყოფები რომლებიც მკურნალობენ ანტიპარკინით პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში არ უნდა მართავდენ ავტომობილს.

განსაკუთრებული მითითებები
მხოლოდ ლევოდოპით მონოთერაპიის შემდეგ ანტიპარკინზე გადასვლისიას წინა დღით უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპის წინა დოზის დაახლოებით 20%-ს. თუ ავადმყოფისთვის საჭიროა ნარკოზის ქვეშ ოპერაციის გაკეთება წინა დღეს წყვეტენ ანტიპარკინის მიღებას და თერეპიას განაგრძობენ ოპერაციის შემდეგ, როგორც კი ავადმყოფი შეძლებს ტაბლეტის პერორალურ მიღებას. პაციენტები პრეპარატის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ დეპრესიის ან ფსიქიური დარღვევების დროულად გამოვლენის მიზნით. 
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც ლევოდოპას მიღების შემდეგ აღენიშნებათ ქორეოატეტოიდური ტიპის ჰიპერკინეზები. ნაკომმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკინეზის რეციდივი, რომელიც დაკავშირებულია დოფამინის შემცველობის ზრდასთან თავის ტვინში ლევოდოპას გამოყენების შედეგად. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება, გათვალისწინებული უნდა იყოს პრეპარატის ანტიპარკინსონული ეფექტის შემცირების შესაძლებლობა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნ-ჩხვითი სინდრომის დროს.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის ჯერ კიდევ შესწავლილი.
ყურადღება: პრეპარატის დანიშვნა, დოზის შერჩევა და სხვა ანტიპარკინსონული პრეპარატების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების მკურნალობა ისეთივეა, როგორც ლევოდოპას ჭარბი დოზირების შემთხვევაში. ამ დროს აუცილებელია კუჭის დაუყოვნებელი ამორეცხვა. ინფუზიები ინიშნება სიფრთხილით, ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქი გზების გამტარობას. არითმიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის ჩატარება ეკგ-ს კონტროლის ქვეშ. დიალიზის როლი პრეპარატის ჭარბი მიღების დროს უცნობია. პირიდოქსინი არ ავლენს სამკურნალო ეფექტს პრეპარატის ჭარბი მიღების

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიპარკინის მიღება არ შეიძლება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად ამ პრეპარატებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ანტიპარკინით მკურნალობის დაწყებამდე 3 კვირით ადრე.

შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)

სად შევიძინოთ?