Nuk
აქვა მარისი / AQUA MARIS


შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლ ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მიკროელემენტებით და 70 მლ გასუფთავებულ წყალს.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
იონები:
Na - არანაკლებ 2.50 მგ/მლ;
Ca - არანაკლებ 0.08 მგ/მლ;
Mg2 - არანაკლებ 0.35 მგ/მლ;
Cl - არანაკლებ 5.50 მგ/მლ;
SO42 - არანაკლებ 0.60 მგ/მლ;
HCO3 - არანაკლებ 0.03 მგ/მლ;
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუნის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სტერილიზებული იზოტონიური ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და მისი გამომუშავების ნორმალიზებას ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბოკალისებურ უჯრედებში. 
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ ციმციმის ეპითელიუმის ფუნქციას, ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, გამასუფთავებელ, მასტიმულირებელ, აღმდგენ მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანადან ალერგენების ჩამორეცხვასა და მოშორებას, ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებას.
ჰიგიენური მიზნებით გამოყენებული აქვა მარისი ხელს უწყობს ლორწოვანას გასუფთავებას მასზე დალექილი ქუჩისა და ოთახის მტვერისაგან.

ჩვენებები
- ცხვირის ღრუს, დამატებითი სინუსებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
- ადენოიდები;
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ცხვირის ღრუს ოპერაციების შემდეგ);
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ან აწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ, მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში;
- ცხვირის ღრუს ინფექციის პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში);
- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შეცვლილ მკროკლიმატურ პირობებში – იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით; ადამიანებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწვანი გარსი მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ცხელ და მტვრიან საამქროებში მომუშავე ადამიანები, ასევე, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი კლიმატური პირობების რეგიონებში).

მიღების წესები და დოზები
მკურნალობის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
- ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან: დღეში 4-ჯერ 2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
- 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 4-6-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- მოზრდილებში: დღეში 4-8-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ყველა შემთხვევაში მკურნალობის კურსი 2-4 კვირას შეადგენს (ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით).
რეკომენდებულია ერთი თვის შემდეგ კურსის გამეორება.
ჰიგიენის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:
- ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან ტუალეტი უნდა ჩატარდეს აქვა მარისის წვეთების ჩაწვეთების სახით დღეში 2-3-ჯერ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში.
აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:
- 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 3-ჯერ ერთი-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 2-4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- მოზრდილებში: დღეში 3-6-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
ბინძური გროვებისა და ცხვირიდან გამონადენის დარბილებისა და მოშორებისათვის:
- აქვა მარისი შეისხურება ან ჩაიწვეთება იმდენი, რამდენსაც მოითხოვს სიტუაცია, ბამბის ან ცხვირსახოცის მეშვეობით გამოდენილი ზედმეტი სითხის მოწმენდით. პროცედურა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს მანამ, სანამ დამაბინძურებელი ნაწილაკების გროვები წარმატებით არ დაბილდება და მოშორდება.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისათვის).

განსაკუთრებული მითითებები
ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვინაიდან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. დაიშვება სურდოს სამკურნალოდ გამოყენებად სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ცხვირის სპრეი, დოზატორით, 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. 
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?