Nutricia
არგენტუმი D 30/ ექინაცეა D 6 აა - ველედა / Argentum D30/Echinacea D6 aa

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ველედა
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 1მლ საინექციო ხსნარი ამპულა #8
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: 
აქტიური სუბსტანციები: მეტალური ვერცხლის პრეპარატის (Argentum metallicum praeparatum) ხსნარი D30 0,5 გ / ექინაცეას (Echinacea angustifolia) მთელი მცენარის Rh ხსნარი D6 (HAB, V, 21) 0,5 გ – ბოლო საფეხური ერთობლივად პოტენცირებული.
იზოტონიზირებულია ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.

ჩვენებები
მწვავე ანთებითი და სიცხით მიმდინარე დაავადებები; ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტიურება.

მიღების წესები და დოზები
კანქვეშა ინიექცია, როგორც წესი, კეთდება ბარძაყზე ან მკლავის გარე ზედაპირზე, აგრეთვე მუცლის არეში.
ერთჯერადი დოზა: ჩვილები: 0,3 მლ; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 0,5 მლ; 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები: 0,8 მლ; მოზარდები 10 წლის ასაკს ზევით: 1 მლ.
სადღეღამისო დოზა: მწვავე ფაზაში, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება, ერთჯერადი დოზა 1-2-ჯერ კანქვეშ. 
2-4 დღის შემდეგ 2-3-ჯერ კვირაში სრულ განკურნებამდე.
ექიმის რჩევის გარეშე 3 კვირაზე მეტ ხანს არ გამოიყენოთ.