Nuk
არკორელაქსი სტრესი / Arkorelax Stress Control


არკორელაქსი სტრესის კონტროლი შესაძენად მიმართეთ , ფარმადეპოსა და ჯიპისის სააფთიაქო ქსელებს.

 

არკორელაქსი სტრესის კონტროლი - ბუნებრივი საშუალება სტრესის მანკიერი წრის გასარღვევად

 

შემადგენლობა: 

ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: სიბერიული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს - 300მგ; რადიოლას ფესვის ექსტრაქტს - 180მგ;  მაგნიუმს - 60მგ; B6 ვიტამინს - 1,4მგ.

არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკორელაქსი სტრესის კონტროლის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდეს“ რა ჭირდება ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს. 

არკორელაქს სტრესის კონტროლში შემავალი სიბერიული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), რადიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის და „გამოფიტვის“ შეგრძნებას. 

არკორელაქსი სტრესის კონტროლი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას. 

 

მიღების წესი და დოზირება:

შფოთვის და ზომიერი სტრესის დროს რეკომენდებულია დღიურად 2 ტაბლეტის მიღება დილაობით. 

ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახუროებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 საღამოს).

მკურნალობის კურსი - 15 დღე.

 

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 15 წლის ასაკიდან;

არ მიიღოთ საღამოს 5 საათის შემდეგ;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

 

გამოშვების ფორმა: 
30 ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.

 

არკორელაქსი სტრესის კონტროლი შესაძენად მიმართეთ , ფარმადეპოსა და ჯიპისის სააფთიაქო ქსელებს.

 

სად შევიძინოთ?