არტიზი კრემი / ARTEASY
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: კრემი 50 მლ ტუბში.
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: გლუკოზამინის სულფატი 2KCL; ქონდროიტინის სულფატი; ტიპი II კოლაგენი; მეთილსულფონილმეთანი; მენთოლი; ჯინჯერის ზეთი; ლავანდას ზეთი; ცერეცოს ზეთი; ევკალიპტის ზეთი; მიხაკის ზეთი; ტკბილი ფორთოხლის ზეთი;
დამხმარე ნივთიერებები:
გამოხდილი წყალი; რბილი პარაფინი; ცეტეარილ ალკოჰოლი; ცეტეარეს-20; ბეჰენტრიმონიუმის ქლორიდი; ლეციტინი; დიმეთიკონი; სორბიტან კაპრილატი; პროპანედიოლი; ბენზოის მჟავა; პოლიაკრილატის მარილი; ტრიეთანოლამინი; აკრილატი/C10-30 ალკილ აკრილატის კროსპოლიმერი; დისოდიუმ E.D.T.A; DL-α- ტოკოფეროლის აცეტატი;
თვისებები:
გლუკოზამინი საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. შეწოვის შემდეგ გლუკოზამინი მოხვდება ხრტილოვან ქსოვილში, სადაც იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი მუკოპოლისაქარიდების წარმოქმნის სტიმულირებას. გლუკოზამინი მოქმედებს დაავადების მიზეზზე და არა დაავადების სიმპტომებზე (რაც ახასიათებს ასას-ს), გლუკოზამინი მოქმედებს ასევე გოგირდის ფიქსაციის პროცესზე, (გოგირდის წყარო ამ შემთხვევაში მსმ- მეთილსულფონილმეთანია), რის გამოც ხდება ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გაძლიერება. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) - ადვილად ათვისებადი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა; მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილებისა და ძვლების აღდგენას. გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ამცირებს ტრავმისშემდგომი მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, ხელს უწყობს ძვლისა და კუნთის სტრუქტურის აღდგენას. ქონდროიტინის სულფატი ხრტილოვანი ქსოვილისა და იოგების მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტია. აძლევს მათ სიმტკიცის და ქსოვილში სითხის შეკავების ხარჯზე ამორტიზაციულ თვისებას; ახდენს შეაერთებელი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების ინჰიბირებას; ზრდის სასახსრე სითხის პროდუქციას; აფერხებს შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას; აუმჯობესებს მოძრაობას დაზიანებულ სახსარში; კოლაგენი ტიპი ლლ ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. წარმოადგენს ხრტილოვანი ქსოვილის საფუძველს. ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს, მათ შორის დილის შებოჭილობასაც; მენთოლი ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებაა, კანის ზედაპირზე წასმისას ახასიათებს ადგილობრივი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის შემცირება. ლავანდას ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ჭრილობების შეხორცებას. ხელს უშლის ნაწიბურების განვითარებას; ევკალიპტის ზეთი ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. მიხაკის ზეთი და მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტი ევგენოლი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური , ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით; ჯინჯერის ზეთი ხასითდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჯინჯერის ზეთის მოქმედება ძლიერდება ტკბილი ფორთოხლის ზეთთან კომბინაციაში; ტკბილი ფორთოხლის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით B1, B, C ვიტამინს. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას და შესაბამისად შეშუპებას. ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით; ცერეცოს ზეთს ახასიათებს ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული მოქმედება; ფარმაკოლოგიური მოქმედება: კვებავს სახსარს, ხელს უწყობს ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, აღადგენს დაზიანებულ ხრტილს, უზრუნველყოფს სახსრის მექანიკურ მდგრადობას, აღადგენს მის რეზისტენტობას;ამცირებს და საბოლოოდ ხსნის ტკივილს; ახდენს სახსრებისა და ხერხემლის ნაადრევი ცვეთის პროფილაქტიკას;ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ზე! არტიზი კრემის გამოყენება არტიზი ტაბლეტთან გვაძლევს 100%-იან შედეგს!
ჩვენებები:
სახსრებისა და კუნთების დავადებები, მათშორის მიოზიტი, მიალგია, ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი ოსტეოართროზის პროფილაქტიკა გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის დროს, მათ შორის სპორტსმენებში ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
მიღების წესები და დოზები:
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის.შეიზილით დაზიანების კერაში წრიული მოძრაობით რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეში რამოდენიმეჯერ.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიის განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიულ პირებში.
წინააღმდეგჩვენებები: არ გამოიყენება ორსულებში;
შენახვის წესი:
ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC_ზე დაბალ ტემპერატურაზე.